• corpo

გაყინული ბოსტნეული

გამოცდილება მუდმივად განვითარებად ბაზარზე

Bonduelle group promotes frozen vegetables in market and hits complete vegetable marketნომერ 2 ევროპაში

ევროპაში გაყინული პროდუქციის გაყიდვები 6,4 მილიარდ ევროს შეადგენს (ეს მაჩვენებელი 4%-ით იზრდება ყოველწლიურად). ამ სექტორში მომხმარებელთა შორის კომპანიას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, როგორც ერთ-ერთი ახალი და მაღალ-ხარისხიანი პროდუქციის მომწოდებელი. უფრო და უფრო მეტი დიასახლისი იყენებს საყინულესა და მიკროტალღურ ღუმელს, რაც დიდ და მუდმივად მზარდ მოთხოვნას განაპირობებს.

გაყინეული პროდუქციის გაყიდვები 250 000 ტონა ბრუნვით ბონდუელ ჯგუფის საერთო ბრუნვის 25%-ს შეადგენს. სულ რაღაც 30 წლის განმავლობაში ბონდუელმა დაიპყრო ევროპის ბაზარი. მისი 12%-იანი ბაზრის წილიდან ბონდუელი ნომერ 2-ია ჰოლანდიაში, ბელგიასა და პორტუგალიაში.

სადისტრიბუციო ქსელების მოდერნიზაციას დადებითი როლი აქვს გაყინული პროდუქციის გაყიდვებში და მათ შორისაა გაყინული ბოსტნეულიც.

გაყინული ბოსტნეულის ბრენდები

  • ბონდუელი – მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდი
  • ფრუდესა – ბრენდი ესპანეთში.

ინვესტიცია, ინოვაცია და რეცეპტურის მრავალფეროვნება

ჯგუფის ინვესტიცია საკმაოდ დიდია როგორც ახალი მანქანა-დანადგარების შეძენის კუთხით, ასევე ახალი პროდუქციის კვლევა-განვითარების მხრივ.

რეცეპტურა უწყვეტ რეჟიმში იხვეწება. ის წარმოადგენს ტრადიციული და ინოვაციული გემოების ნაზავს, რომელთა შორისაა პორცირებული ბოსტნეული, სუფები, მზა კერძები. უახლეს ინოვაციებს შორის შესაძლებელია აღმოაჩინოთ: მწვანე ლობიო ლორით, ფრანგული ბარდა, ბასკური ბროკოლი, პროვანსალური ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო ბეჩამელის სოუსით და სხვა მრავალი კომბინირებული მზა კერძები ბოსტნეულით, ორიგინალური პიურეებით, „Croque Fondant“ და უახლესი „Selection Saveurs“.

, , , ,