• corpo

ისტორია

შთამბეჭდავი ისტორია ჯგუფისა, რომელმაც თავისი მოღვაწეობა საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილიდან დაიწყო და დღეისათვის წარმოდგენილია მსოფლიოს 80 ქვეყანაში

The rapid development of processed vegetable started in 1926 by Bonduelle1853 წელს ლუის ბონდუელმა დაიწყო საკუთარი წარმოება კვების ინდუსტრიაში. დროთა განმავლობაში კომპანია გაფართოვდა და წარმოების სფეროში ჩართო უფრო და უფრო მეტი მიმართულებები (დისტილაცია, შაქრის რაფინირება, საფუარების მომზადება).

1926 წელს ბარდის პირველი მოსავლით კომპანიამ სტარტი აიღო ბოსტნეულის გადამუშავების სფეროში. ამ მიმართულებით სწრაფი ზრდა 1957 წელს დიდი კომერციული წარმატებით დაგვირგვინდა: ბარდისა და სტაფილოს ნარევი.

ინოვაციური სულისკვეთება შენარჩუნდა კომპანიაში და 1968 წელს გაყინული ბოსტნეულის წარმოება დაიწყო, ხოლო 1990-იანი წლებიდან – ახალი ცოცხალი ბოსტნეულის შენახვის ტექნოლოგიების დანერგვა (მზა შეფუთული სალათები და დელიკატესური სალათები).
ამავდროულად, 1960-იანი წლებიდან ბონდუელი თავის სამუშაო არეალს საერთაშორისო დონეზე აფართოვებს ორივე მიმართულებით, როგორც საფრანგეთის გარეთ, ასევე ოკეანის იქით. ბონდუელის ბრენდი ამჟამად 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

1998 წელს ბონდუელ ჯგუფი შეუერთდა პარიზის საფონდო ბირჟის მეორე მარკეტს, რითაც კიდევ ერთხელ გაიმყარა პოზიცია საერთაშორისო ბაზარზე როგორც ინოვაციურმა კომპანიამ ბოსტნეულის გადამუშავებაში და აღიარებულმა მომხმარებლის მიერ მისი კრეატიულობისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის გამო.
2003 წელს ბონდუელ ჯგუფმა აღნიშნა კვების ინდუსტრიაში არსებობის 150-ე წლისთავი, ხოლო 2007 წელს – ბრენდის 60-ე წლისთავი.

მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ კორპორაციული ვებგვერდი: http://www.bonduelle.com

, ,