• corpo

ჯგუფის საქმიანობა

დღეისათვის ბონდუელ ჯგუფი მსოფლიო ლიდერია გადამუშავებული ბოსტნეულის წარმოებაში

ჯგუფის საქმიანობა

ერთი ბიზნესი

ბონდუელი ამჟამად მსოფლიო ლიდერია გადამუშავებული ბოსტნეულის წარმოებაში.

ამ სწრაფად მზარდ სექტორში, სადაც ტექნოლოგიები მუდმივად პროგრესირებს, ბოდნუელი თავის მიღწევებს ოთხი მიმართულებით იყენებს:

  • მზა ახალი ბოსტნეული
  • დელიკატესი ბოსტნეული
  • გაყინული ბოსტნეული
  • დაკონსერვებული ბოსტნეული

შენარჩუნებული ხარისხი

ბონდუელისათვის პროდუქციის ხარისხი აბსოლუტური პრიორიტეტია. წარმოების მთელი პროცესი მიმართულია კვებითი ღირებულებისა და გემური თვისებების შენარჩუნებისაკენ.

გარანტირებული ხარისხის შესანარჩუნებლად პროდუქციის ტესტირება ხდება წარმოების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე:

  • მწარმოებლისა და თესლის სელექცია
  • მოსავლის მონიტორინგი
  • ბოსტნეულის სიმწიფისა და სხვა მახასიათებლების შემოწმება
  • წარმოების პროცესი
  • რეცეპტურა
  • შეფუთვა

ვალდებულებები

ბონდუელის მთელი წარმოების სისტემა მიმართულია პროდუქციის კვებითი ღირებულებების შენარჩუნებისაკენ. ამისათვის, ბონდუელი ახორციელებს მკაცრ კონტროლს წარმოების ყველა ფაზაზე (ფერმერები, მწარმოებლები, გაყიდვების მიმართულება და ა.შ.) იმისათვის რომ შეინარჩუნოს პროდუქტის გარანტირებული ხარისხი წარმოების ყველა ეტაპზე.

4 ბრენდი

Bonduelle გლობალური ბრენდი, მრავალი ტექნოლოგია, მრავალი არხი.
Cassegrain საფრანგეთში, ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელს ბონდუელი სთავაზობს პროდუქციას კასეგრეინის ბრენდით, რომელიც წარმოდგენილია კარგად ნაცნობი ექვსკუთხა შეფუთვითა და კურდღლის ლოგოთი.
Arctic Gardens გაყინული საკვების ბრენდი კანადაში.
Globus გლობუსი, დაკონსერვებული საკვების ბრენდი რუსეთში.

ბუნებისადმი პატივისცემით: გარემოს დაცვისაკენ მიმართული წარმოება

გონივრული მიდგომა

ბონდუელის აგრარული სისტემა ეფექტური და ჯანმრთელია. ის საუკეთესოდ იცავს ბალანსს ფემერების ფინანსურ მიზნებსა და ბუნების პატივისცემას შორის; ამასთან აკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლის მოთხოვნებს.

მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ: http://sustainability.bonduelle.com

კოლექტიური მიდგომა

აგრარული ხედვისა და გარანტირებული საუკეთესო ხარისხის შესანარჩუნებლად, ჯგუფმა შექმნა მიწოდების ჯაჭვი აგრონომიულ დეპარტამენტს, ფერმერებს, მომმარაგებლებსა და სადისტრიბუციო ქსელს შორის. ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

არანაირი გმო ბონდუელში

ჩვენი ბიზნესი ბოსტნეულია – ცოცხალი პროდუქტი. ამიტომ ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს თესლის მომწოდებლებთან უნიკალური სელექციისა და ჰიბრიდიზაციის მიღწევების დასანერგად. ჩვენ ზედმიწევნით შევისწავლით თესლს, რომელსაც ჩვენს ფერმერებს ვაწვდით და, ბოლო დროინდელი დებატებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ არ გამოვიყენოთ არანაირი გენმოდიფიცირებული პროდუქტი.
როგორც ბოსტნეულის სფეროში გლობალური სპეციალისტები, ჩვენს პასუხისმგებლობად მივიჩნევთ შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ბოსტნეულის კვებითი, ორგანოლეპტიკური და ეკონომიკური ხარისხი:

  • პროდუქციის განვითარების პროცესში უმკაცრესი უსაფრთხოების პირობების დაცვით;
  • პარტნიორების შერჩევით, რომლებიც სანდოობის მყარ გარანტიას იძლევიან;
  • ჩვენი პოზიციის შესახებ მომხმარებლის ინფორმირებით პროდუქციაზე შესაბამისი მარკირების მეშვეობით.
, , , , ,