ბრიუსელის კომბოსტო

ჯანმრთელი

ორწლიანი მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახიდან, რომელიც მწვანე ფოთლების გამო მოყავთ. იგი ზომიერ კლიმატურ პირობებში იზრდება.

Brussels Sprouts helps maintain radiant skin
100 გ-ში 40 კკალ
შეიცავს ბოჭკოს, რკინას, ფოსფორს, კალიუმს, ვიტამინ C-ს, B ჯგუფის ვიტამინებს, პროვიტამინ A-ს.

ჩვენ ბავშვი გვეყოლება!

მომავალ დედებს ურჩევენ ბრიუსელის კომბოსტოს შეტანას მენიუში, როგორც ფოლიუმის მჟავით მდიდარ პროდუქტს. იგი აუცილებელია ნერვული სისტემის სწორად ფორმირებისთვის. ბრიუსელის კომბოსტო დიდი ოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს, რომელიც მთავარი ანტიოქსიდანტია ნათელი და ლამაზი კანის შესანარჩუნებლად. ბოჭკოს შემცველობა ხელს უშლის კუჭის შეკრულობის განვითარებას, რაც ასე მნიშვნელოვანი პრობლემაა ორსულებში.

 

ბრიუსელის კომბოსტო როგორც ჯილდო

ევროკავშირის სამეცნიერო პროგრამების ყველაზე გამორჩეულ მონაწილეებს პრიზად გადაეცემათ კრისტალის ბრიუსელის კომბოსტო.

Brussels Sprouts is excellent source of vitamin C

ბრიუსელის სასწაული

1750 წელს ბრიუსელის მიდამოებში მან დამოუკიდებლად დაიწყო ზრდა, როგორც კომბოსტოს სახესხვაობამ. პირველად 1821 წელს ბელგიის სახელმწიფოში მოიყვანეს და, როგორც რეგიონულ პროდუქტს ბრიუსელის კომბოსტო უწოდეს. ვაფლთან, ვარდკაჭაჭასთან, ყველთან და ბელგიურ ბისკვიტებთან ერთად ბრიუსელის კომბოსტო ერთ-ერთია, რითაც ბელგიელები განსაკუთრებულად ამაყობენ. ბრიუსელის კომბოსტოს დღევანდელი ჯიშები ყინვაგამძლეა. ეს მცენარე დაახლოებით ერთ მეტრამდე იზრდება და ისხამს 20-დან 75-მდე მინიატურულ კომბოსტოს.

, , , ,