ხახვი – მრავალმხრივი მკურნალი

ლამაზი

ხახვი აღიზიანებს თვალებს და მძაფრი გემო აქვს. იგი ასევე ცნობილია თავისი მრავალფეროვანი შესაძლებლობებით. გაიგეთ მისი უსასრულო შესაძლებლობების შესახებ.

ხახვი სილამაზისთვის

ხახვს ძლიერი ანტისეპტიკური, სადეზინფექციო და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. იგი ამაგრებს ძვლებს, კბილებს და ფრჩხილებს. აუმჯობესებს თმის მდგომარეობას და კანს ხდის აბრეშუმივით გლუვს. თუ სურვილი გაქვთ დაიკლოთ წონაში და კარგად გამოიყურებოდეთ ხახვს ნუ აარიდებთ თავს, რადგან მასში მაღალია თუთიის, გოგრდის და სილიკონის შემცველობა.

 

მონელების გასაუმჯობესებლად

ხახვი რეკომენდებულია მათთვის, ვინც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს ან მოსანელებლად მძიმე საკვებს იღებს. იგი ეხმარება ღვიძლს ფუნქციონირებაში. ამას გარდა, ამ ბოსტნეულს დიდი გავლენა აქვს კუჭქვეშა ჯირკვლის გამართულ მუშაობაზე და სისხლში შაქრის საჭირო შემცველობის შენარჩუნებაზე. იგი ებრძვის სიმსუქნეს, სტრესს და დაძაბულობას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და გულის შეტევის რისკს.

ჭრილობების მოსაშუშებლად

ხახვი განსაკუთრებულად ეფექტურია სხეულის გარეგანი დაზიანების დროს. იგი აჩქარებს ჭრილობის მოშუშების პროცესს. ხახვის კომპრესები შეიძლება გამოიყენოთ გამონაყარის და ანთებითი პროცესების დროს, ასევე დაზიანებული კანის და დამწვრობის შემთხვევებში. ხახვის მოხმარება ზამთარში ამაღლებს იმუნიტეტს და აძლიერებს ორგანიზმს.

, , , , ,