ერთწლოვანი მცენარე Chenopodiaceae-ს ოჯახიდან, რომელიც კულტივირდება მისი მწვანე ფოთლების გამო.




ისპანახი ძალიან, ძალიან ნოყიერია. დაახლოებით რამდენი ჭიქა ცოცხალი ისპანახი უნდა მიირთვათ, რომ მიიღოთ "დღეში 5-ჯერ" შესაბამისი რაოდენობა ერთ ჭამაზე?






100 გ-ში 17 კკალ

შეიცავს ბოჭკოს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, ნატრიუმს, რკინას, ცინკს, მანგანუმს, ფტორს, ვიტამინებს C,B1, B2, B6, PP, E, K, ასევე ფოლიუმის მჟავასა და პროვიტამინ A-ს.

spinach2

უსაფრთხო რკინა
რკინა, რომელსაც ისპანახი შეიცავს უსაფრთხო, ნატურალური ფორმითაა, მაშინ როდესაც ფარმაკოლოგიური საშუალებებიდან მიღებულმა რკინამ შეიძლება დოზის გადაჭარბება გამოიწვიოს, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა საშიში.

spinach3

სიძლიერის საიდუმლო

ისპანახი რკინის არაჩვეულებრივი წყაროა, რომელიც ჰემოგლობინის სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და უზრუნველყოფს ჟანგბადის მიწოდებას თითოეული უჯრედისათვის.ის განსაკუთრებით რეკომენდებულია ქალების, ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

ძლიერი ძვლები
ისპანახი K ვიტამინის რეკორდულ რაოდენობას შეიცავს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძვლების სიძლიერეზე.

კონსერვი მულტფილმიდან
ისპანახი სპარსეთიდან იღებს სათავეს და ევროპაში მე-9 საუკუნეში იქნა შემოტანილი მურსის მიერ. მან ძალიან ნელა შეიძინა თაყვანისმცემლები და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა პოპულარული ამერიკელების აქტიური რეკლამირების შედეგად. ამ ბოსტნეულის ელჩი ერთ-ერთი მულტფილმის გმირი მეზღვაური პოპი გახდა, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა ისპანახის კონსერვის ქილა ხელში. ის ერთ ლუკმაზე აცარიელებდა მას და მხოლოდ ამის შემდეგ ეძგერებოდა მოწინააღმდეგეს, რაც მოწინააღმდეგის უდაო ნოკ-აუტით მთავრდებოდა.

spinach4

ისპანახი 10-ჯერ
ისპანახი რკინის დიდი ოდენობით არის ცნობილი. პირველი კალკულაცია 19-ე საუკუნეში გაკეთდა დოქტორ ე. ვოლფის მიერ… რომელმაც შეცდომა დაუშვა მძიმის დასმაში.  ისპანახი 10-ჯერ უფრო ნაკლებ რკინას შეიცავს, ვიდრე მის კალკულაციებში იყო წარმოდგენილი. ეს შეცდომა მხოლოდ 1937 წელს გახდა ცნობილი. თუმცა ის რჩება სასარგებლო ბოსტნეულის სიის თავში არამარტო რკინის, არამეტ  C და E ვიტამინების, ფოლის მჟავის, ცინკის, მაგნიუმისა და კალიუმის მაღალი შემცველობის გამო.

ისპანახი სულ უფრო და უფრო პოპულარული და მოდური ხდება.

ისპანახის ცოცხალი ფოთლები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა მსუბუქ თუ ნოყიერ სალათებში. ისპანახი ძალიან უხდება სხვადასხვა ბოსტნეულს, ხილს, ყველს თუ ხორცს.

გაყინული ისპანახი კი უფრო და უფრო მეტ თაყვანისმცემელს იკრებს, რადგან ის არაჩვეულებრივი ინგრედიენტია ბოსტნეულის წვენისათვის

, , , ,