ერთი ან მრავალწლოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახიდან. იგი ნოყიერი პარკისა და მასში არსებული თესლის გამო მოყავთ. ლობიოს სამშობლო სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა და ინდოეთია, თუმცა დღეისათვის ის მთელს მსოფლიოში მოჰყავთ.

Beans contains vegetable protein

100 გ-ში 26-346 კკალ

ლობიო შეიცავს მცენარეულ ცილას, კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, რკინას, ვიტამინებს B1, B6, C, K. 

მიირთმევენ პარკთან ერთად

იტალიელებმა და ფრანგებმა გამოიყვანეს ლობიოს არაბოჭკოვანი სახეობა. მას ამზადებენ როგორც ერთ მთლიანს – ორივე, პარკიც და მარცვალიც წარმოდგენილია ერთი შიგთავსით.

ნოყიერი მარცვლები

ლობიოს თითქმის ყველა სახეობას ბოჭკოვანი პარკი აქვს და მოჰყავთ მასში არსებული ვიტამინებით მდიდარი მარცვლების გამო. მარცვლებს აშრობენ და ინახავენ, ხოლო მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე წყალში ალბობენ.

ლობიო, ბრინჯი, კარტოფილი

ლობიო ველურად იზრდება ამერიკისა და აზიის ტროპიკულ ზონებში. მის ნაყოფი წარმოდგენილია პარკის სახით, რომელშიც ლობიოს რამდენიმე მარცვალია. ლობიოს უამრავი სახეობა არსებობს და განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში იგი ძირითად საკვებს წარმოადგენს. ამ რეგიონში ის ისეთვე მნიშვნელოვანია როგორც ბრინჯი აზიაში და კარტოფილი ევროპაში.

 

ლობიოს დიდებული ოჯახი

მსოფლიოში დაახლოებით 200 სახეობის ლობიო არსებობს. მათგან ყველაზე ცნობილია: გრძელი ლობიო (მწვანე და ყვითელი), თეთრი ლობიო, წითელი ლობიო, ბორლოტი, მექსიკური ლობიო და სხვ.

 

მსოფლიოს ქალბატონი

მიიჩნევენ, რომ ლობიო დაახლოებით 8000 წლისაა. ხორბალსა და გოგრასთან ერთად, იგი ერთ-ერთია პრეკოლუმბიური ამერიკული სამზარეულოს „სამი დისგან“. აცტეკებს მოჰყავდათ „აიაკოლტი“ ანუ ყვითელი ფერის ლობიო, თუმცა მას არა საკვებად, არამედ თოკად იყენებდნენ. დღესდღეობით, ლობიო მცენარეული ცილის ერთ-ერთი უპირველესი წყაროა მსოფლიოში. მას ნებისმიერი კულტურის მქონე ქვეყნის სამზარეულოში აღმოაჩენთ. ლობიო 30000-მდე სახესხვაობასა და 500-მდე ჯიშს აერთიანებს.

, , ,