წითელი ლობიო – “თირკმელა” ლობიო

ჯანმრთელი

წითელ ლობიოს მუქი წითელი კანი აქვს. ფორმით კი თირკმელს გავს, საიდანაც მისი სახელი მომდინარეობს. ის განსაკუთრებით პოპულარულია ინდოეთში, ამერიკის სამხრეთ შტატებსა და ესპანეთში.




ლობიოს რამდენი სახეობა არსებობს?






100 გ-ში 93 კკალ

შეიცავს ბოჭკოს, მაგნიუმს, რკინას, ცინკს, ვიტამინებს B1, B6.

red-beans

სიმსივნისა და დიაბეტის პრევენცია

წითელი ლობიო მდიდარია დიეტური ბოჭკოთი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით სასურველია დღეში 20-40 გ დიეტური ბოჭკოს მიღება. 100 გ მშრალი წითელი ლობიო 25 გ ამ ინგრედიენტს შეიცავს. ბოჭკოს მიღება ამაღლებს თვითშეგრძნებას და ახდენს ისეთი დაავადების განვითარების პრევენციას, როგორიცაა სიმსივნე. ამასთან აბალანსებს სისხლში შაქრის დონეს და გამოაქვს ტოქსინები ორგანიზმიდან. ის ასევე მნიშვნელოვანი ენერგიის წყაროა ორგანიზმისათვის, რომელიც არ იწვევს წონაში მატებას.

იყავით ჯანმრთელი

წითელი ლობიო დიდი ოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, განსაკუთრებით კი ვიტამინ B6 -ს, რომელიც სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად მოქმედებს იმუნური სისტემის, კანისა და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

red-beans2

გახსოვდეთ

მომზადებამდე მშრალი ლობიო უნდა გაჯირჯვდეს წყალში. ამ გზით ჩქარდება მომზადების პროცესი, ხოლო ლობიო რთულად მოსანელებელ ნივთიერებებს კარგავს.

, , , ,