• nutrients

С ვიტამინის დაუფასებელი ღვაწლი

ჯანმრთელი

C ვიტამინი ეს ის ნაერთია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. C ვიტამინი შეუცვლელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ვინაიდან ის უამრავ პროცესში მონაწილეობს. ამასთან, C ვიტამინი ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაში. ის ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც აუვნებლებს თავისუფალ რადიკალებს და შესაბამისად აფერხებს დაბერების პროცესს.

C ვიტამინი ყველაზე პოპულარული ვიტამინია, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და გაციებისათვის უებარ წამლად ითვლება. ამიტომ ის უბრალოდ საჭიროა სახლის აფთიაქისათვის, განსაკუთრებით შემოდგომისა და ზამთრის დაავადებებისათვის. მისი რეგულარული მიღება ამცირებს გაციების რისკს და განსაკუთრებით სჭირდებათ ადამიანებისათვის, რომლებიც ვარჯიშობენ ან ფიზიკურად მუშაობენ. C ვიტამინი ამაგრებს სისხლძარღვებს და, შესაბამისად ხელს უშლის სისხლდენასა და სისხლჩაქცევებს. ის ასევე ასტიმულირებს “ცუდი” ქოლესტერინის ჟანგვის პროცესს და შესაბამისად ამცირებს ათეროსკლეროზული დაავადებების განვითარების რისკს. C ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს კაპილარების კედლის სისუსტე. ამასთან, ვინაიდან ეს ვიტამინი ხელს უწყობს რკინის შეწოვას, იწვევს ანემიას. C ვიტამინით ნომერ პირველი, ყველაზე მდიდარი საკვები კომბოსტოსებრთა და კენკროვანი ოჯახის წარმომადგენლები არიან. მეორე ადგილზეა კარტოფილი, მესამე – ყვითელი და მწვანე ხილი და ბოსტნეული, ხოლო მეოთხე ადგილზეა დანარჩენი ხილი და ბოსტნეული (მარწყვი, ჟოლო). ცხოველური საკვები ძალიან მცირე რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს.

GE-VITAMIN-C

დარწმუნდით, რომ თქვენი რაციონი C ვიტამინით მდიდარია

გაიგეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობის შესახებ:

მწვანე დიეტა ჯანმრთელი დიეტაა
ყვითელი ბოსტნეული საუკეთესო წამალია თქვენი თვალებისა და კანისთვის

, , , , ,