• nutrients

დაამატე ფერი კერძებში

ჯანმრთელი

ბოსტნეული და ხილი დღიური რაციონის მნიშვნელოვანი შემადგენელია. ჩვენი სხეულის საჭირო საკვებით უზრუნველყოფის მარტივი გზა არის ფერადი საჭმლის შედგენა ისე, რომ ჩვენს თეფშზე იყოს ყველა სახის საკვები.

ბოსტნეულის და ხილის ფერი ასოციირდება გარკვეულ ნივთიერებებთან, რომლებიც მოქმედებენ არა მარტო პროდუქტის ფერზე, არამედ მის სარგებლობაზე ჯანმრთელობისთვის. ხილის და ბოსტნეულის მრავალფეროვნება უზრუნველყოფს ჩვენი სხეულის მიერ ყველა საჭირო საკვების მიღებას. „ფერადი თეფშის“ პრინციპის გამოყენება ამახვილებს ყურადღებას ნოყიერი კერძების მომზადებაზე და უზრუნველყოფს თქვენი კერძების საინტერესო და გემრიელ დიზაინს.

თქვენს რაციონში აუცილებლად ყოველთვის უნდა იყოს შემდეგი კომპონენტები:
წითელი არის სიცოცხლის ფერი, ის ეხმარება ემოციურ პრობლემებს, მკურნალობს სინელეს და დაღლილობას. წითელი ნიშნავს „მინერალებით მდიდარი“. მისმა ნაკლებობამ რაციონში შეიძლება გამოიწვიოს ანემია და თავბრუდასხმა.
ნარინჯისფერი არის ოპტიმიზმის ფერი, მკურნალობს სევდას და წახალისებს ცვლილებებს. მისი ნაკლებობა იწვევს კუჭის შეკრულობას და სახსარების მოჭიმულობას.
მწვანე ზრდის ფიზიკურ გამძლეობას, ასუფთავებს სხეულს და გამოყავს ტოქსინები. თქვენ იკლებთ წონაში და არ გაწუხებთ პანიკური შეტევები. მწვანე ფერი ბუნებრივად სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით. ამასთან ერთად, მას დადებითი ზემოქმედება აქვს ჩვენს იმუნიტეტზე, არის კიბოს წინააღმდეგ პრევენციული საშუალება, უმჯობესებს კანს და ანელებს დაბერებას.
იასამნისფერი არის ნაკლებად პოპულარული ფერი ყოველდღიურ რაციონში. მას მოაქვს სიმშვიდე, დასვენება, უმჯობესებს კონცენტრაციას და მონაწილეობს ტვინის სტიმულაციაში. მიირთვით იასამნისფერი საკვები და დაისვენეთ როგორც სხეულით, ასევე გონებით. ამ გზით თავიდან აიცილებთ გულის შეტევებს.

დაამატე ფერი კერძებში

შეადგინეთ ფერადი თეფში თქვენი მეგობრებისთვის ჯანმრთელი საკვების პრინციპების თანახმად.

იხილე მეტი:

ბოსტნეულის ფერი – რას ნიშნავს?

მწვანე დიეტა ჯანმრთელი დიეტაა

წითელი ბოსტნეული ჯანმრთელი გულისთვის

იასამნისფერი ბოსტნეული – ანტიოქსიდანტების მდიდარი წყარო

 

, , , , ,