• nutrients

დანა-ჩანგლის საიდუმლო ენა

მოდური

მაღალი დონის რესტორანში ან წვეულებაზე გახსოვდეთ, რომ დანა-ჩანგალი თქვენი მდუმარე კომუნიკაციის ფორმაა მომსახურე პერსონალთან თუ დიასახლისთან. თუ იცით ამ ნიშნების ენა?

დანა-ჩანგლის სწორმა განლაგებამ, ჭამის დროს, პაუზისა თუ სადილის დამთავრებისას შესაძლოა მიანიშნოს დიასახლის, რომ მაგალითად სუფრიდან ადგომის დროა. დანა-ჩანგლით შეგიძლიათ შეაქოთ ან თქვენი კრიტიკა გამოხატოთ.

დანა-ჩანგალი არ დატოვოთ კერძზე. უხმარი დანა-ჩანგალი არ დადოთ მაგიდის გადასაფარებელსა თუ ხელსახოცზე.

ასე რომ, რისი თქმა შეიძლება დანა-ჩანგლის მეშვეობით?

“პაუზა” – დანა-ჩანგალი ჯვარედინათ მოათავსეთ, ისე რომ დანის პირი მიმართული იყოს შიგნით. ჩანგალი შეგიძლიათ მოათავსოთ როგორც დანის ზემოდან ასევე ქვემოთ.

“დავამთავრე” – დანა-ჩანგალი ერთმანეთის პარალელურადა მოათავსეთ, სახელურებით ქვემოთ. არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ თეფშზე მხოლოდ დანა-ჩანგლის ბოლოები.

“შესანიშნავი იყო” – დანა-ჩანგალი ერთმანეთის პარალელურადა მოათავსეთ თეფშის შუაში; დაბოლოებები მიმართული უნდა იყოს მარჯვნივ

“კერძი არ მომეწონა” – დანა-ჩანგალი გადაჯვარედინებულია, ხოლო დანა ზემოდან დევს ჩანგალზე.

“მზად ვარ ახალი კერძისათვის” – დანა-ჩანგალი გადაჯვარედინებულია: ჩანგალი თეფშის შუაშია და მიმართულია ზემოთ, ხოლო დანა თეფშის შუაში მიმართულია მარცხნივ.

დანა-ჩანგლის საიდუმლო ენა

გამოიყენეთ დაბა-ჩანგლის ენა რესტორანში და ნახავთ როგორ მუშაობს.

დატკბით წვეულებით და გაიგეთ მეტი:

შთაგონება წვეულებისათვის – რჩევები, ხრიკები, წესები და ეტიკეტი

, , , , , , ,