• nutrients

მოხარშვა თუ მოწალვა. ბოსტნეულის მომზადების ხანგრძლივობა

გემრიელი

ბოსტნეული მომზადებისას დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და საკვებ ნივთიერებებს კარგავს, თუმცა ასე მომზადებული ბოსტნეული უფრო იოლი მოსანელებელია. მომზადების დროს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

ორთქლზე მომზადება – ეს მხოლოდ ჯანსაღი კვების მიმდევართათვის არ არის საუკეთესო არევანი. ამ გზით თქვენ ამზადებთ საკვებს და ზოგავთ დროს. მოწალვას გაცილებით უფრო ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ტრადიციულ მოხარშვას. მაგალითად: ისპანახის მომზადება 2 წუთში შეგიძლიათ, ხოლო ბადრიჯნის მოსამზადებლად 15 წუთია საჭირო. რატომ? ეს განპირობებულია სითბოს გადაცემის მეთოდითა და მომზადების ტემპერატურით, რომელიც 120°C-ზე მეტია. ამასთან, ორთქლზე მომზადებისას კერძს არ სჭირდება მუდმივად თავზე დგომა და მორევა, რომელიც ასევე ზოგავს თქვენს დროს. მომზადების მცირე დრო მნიშვნელოვნად ამცირებს საკვები ნივთიერებების კარგვას. ტრადიციული მოხარშვისას ვიტამინებისა და მინერალების 40% იკარგება. ხოლო C ვიტამინის დანაკარგი 70%-ს აღემატება. წყალში მოხარშული ბოსტნეული A ვიტამინის მხოლოდ 36%-ს ინარჩუნებს, მაშინ როცა მოწალულ ბოსტნეულში 62%-ზე მეტი ნეარჩუნდება. სხვების მსგავსად B ჯგუფის ვიტამინებიც მნიშვნელოვნად იკარგება მომზადების პროცესში.

მოხარშვა თუ მოწალვა. ბოსტნეულის მომზადების ხანგრძლივობა

შეამოწმეთ თქვენ თვითონ და ნახეთ, თუ რომელს უფრო მეტი დრო დასჭირდება.

იხალისეთ და შექმენით:

ბოსტნეული ყოველდღიურად თქვენს სამზარეულოში

, , , ,