• nutrients

მოხარშვა თუ მოწალვა. როგორ მოვამზადოთ ბოსტნეული?

გემრიელი

ჯანმრთელი კვების მნიშვნელოვანი ელემენტი სწორად შერჩეული პროდუქტები და სწორად შერჩეული მომზადების წესია. გაიგეთ, რომელი მეთოდის გამოყენება სჯობს და რატომ?

ტრადიციულ მოხარშვის მეთოდს ერთი უპირატესობა აქვს, ის გაცილებით უფრო იოლია ვიდრე მოწალვა. ტრადიციული მომზადება გულისხმობს საკვების ხარშვას 90-100ºC-ზე, რისთვისაც ქვაბი, წყალი და თავსახური გვჭირდება. ხარშვის დროს ცილები და სახამებელი მუშავდება და საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრის შემდეგ მზადაა შეწოვისათვის. ამას გარდა, მოხარშვის დროს მინერალები და ვიტამინები პროფუქტიდან ბულიონში ინაცვლებს. შესაბამისად კი ბულიონის გამოყენება შესაძლებელია სხვა კერძებისათვ ის, როგორიცაა სოუსები და წვნიანები.

მომზადების განსხვავებული მეთოდია მოწალვა. ეს პროცესი პროდუქტის 120 °C-ზე მომზადებას გულისხმობს ორთქლის მეშვეობით. პროდუქტის მოწალვა სპეციალურ ჭურჭელში ან განიერ-ძირიან ქვაბშია შესაძლებელი, რომელშიც კალათი იდგმება. ცხელ ორთქლზე ბოსტნეული შედარებით უფრო მალე მზადდება, ვიდრე ტრადიციული მეთოდით. ნაკლები საკვები ნივთიერებები იკარგება და ასევე, მოწალულ პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ბუნებრივი არომატი, კონსისტენცია, გემო და ფერი.

მოხარშვა თუ მოწალვა. როგორ მოვამზადოთ ბოსტნეული?

სცადეთ ორივე მეთოდი და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რომელი უფრო გემრიელია.

იხილეთ მეტი:
ორთქლზე მომზადებისა და მოხარშვის საიდუმლო

, , , , , ,