• nutrients

რა განსხვავებაა არაბიკასა და რობუსტას შორის?

ლამაზი

არაბიკა - ყავის უმაღლესი ხარისხის სინონიმია. მას ოდნავ მომწარო გემო აქვს და დალევის შემდეგ შოკოლადის მსგავს არომატს ტოვებს. რობუსტა გაცილებით უფრო მძაფრი და მწარეა, ვინაიდან უფრო მეტ კოფეინს შეიცავს.

ყავა არაბიკა: უძველესი და ყველაზე პოპულარული ყავის ნაირსახეობაა. ითვლება, რომ მსოფლიოს ყავის 70% ყავის ამ სახეობისაგან მზადდება. არაბიკა ერთადერთი სახეობაა, რომლის მარცვლებისგანაც უმაღლესი ხარისხის ყავის მიღებაა შესაძლებელი ყოველგვარი დანამატების გარეშე.

არაბიკა ველურად იზრდება ეთიოპიაში და მისი კულტივირება ხდება ბრაზილიაში, კოლუმბიაში, ინდოეთში, ასევე იავას, სუმატრასა და კარიბის რეგიონში. არაბიკას მარცვლები გრძელი და მწვანეა. მისგან მსუბუქი და არომატული ყავა მზადდება, რომელსაც შოკოლადის არომატიც აქვს. ასეთი არომატი კოფეინის დაბალი შემცველობითაა განპირობებული, რომელიც 1-1.7%-ია.

ყავა რობუსტა უფრო დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს და სხვა ყავის სახეობების გასამძაფრებლად გამოიყენება. რობუსტა გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე არაბიკა. ამასთან, რობუსტა გაცილებით უფრო გამძლეა მკაცრი კლიმატის პირობებში. მისი მარცვლები შედარებით პატარა და ოვალურია და მათში კოფეინის შემცველობა 2-4,5%-ია. რობუსტა ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკასა (კამერონი, უგანდა) და ვიეტნამში იზრდება. რობუსტას მსოფლიო წილი 30%-ს არ აღემატება.

რა განსხვავებაა არაბიკასა და რობუსტას შორის?

გაასინჯეთ თქვენს მეგობრებს ყავა არაბიკა და რობუსტა.

, , , , ,