• nutrients

რა თანმიმდევრობით უნდა მივიტანოთ კერძები სუფრასთან?

მოდური

სწორი მომსახურების პრინციპები მარტივი და ლოგიკურია. მათი ცოდნა საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ უხერხულობა რესტორანში ან სახლში ოფიციალური წვეულების დროს. სუფრასთან მოქცევის ეტიკეტი ასევე განსაზღვრავს კერძების სუფრასთან მიტანის თანმიმდევრობას.

წვეულების დროს სუფრასთან კერძების მიტანის საყოველთაოდ გავრცელებული თანმიმდევრობა შემდეგნაირად გამოიყურება: ფხალეული, წვნიანი, თევზეული, ხორცეული, ყველი და დესერტი. რა თქმა უნდა კერძების რაოდენობა არ არის შეზღუდული, შეგიძლიათ იმდენი მიიტანოთ სუფრასთან რამდენის მომზადებაც შეძელით. საუკეთესოა თუ ოთხ-ხუთ კერძს მიიტანთ, ხოლო პატარა წვეულებისათვის ეს რაოდენობა სამამდე შეამცირეთ. სახლში წვეულების მოწყობა თუ გადაწყვიტეთ, ეს წესები გამოგადგებათ. ფხალეული სტუმრების მოსვლამდე უნდა გაიწყოს სუფრაზე, ხოლო წვნიანი და ხორცეული მოგვიანებით უნდა მიართვათ სტუმრებს.

სტუმრებისათვის კერძების თანმიმდევრობით შეთავაზება ჩვენს კარგ მანერებზე მეტყველებს. სუფრაზე შემოსული ყოველი ახალი კერძი პირველ რიგში უხუცეს სტუმრებს, განსაკუთრებით კი ქალბატონებს უნდა შევთავაზოთ, ხოლო მასპინძლებს ყველაზე ბოლოს. კერძები პირდაპირ ხელით არ უნდა შესთავაზოთ სტუმრებს, ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ყოველი კერძი სტუმარს სკამის მარჯვენა მხრიდან უნდა შესთავაზოთ. ასეთივე წესით ვავსებთ წყლისა თუ ღვინის ჭიქას. თავდაპირველად მანდილოსნების ჭიქები ივსება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ მოემსახუროთ მამაკაცებს.

რა თანმიმდევრობით უნდა მივიტანოთ კერძები სუფრასთან?

გაიგეთ როგორ ემსახურებისნ რესტორნებსა თუ ოფიციალურ წვეულებებს.

გაიგეთ მეტი და დატკბით თქვენი წვეულებით:

ბოსტნეული თქვენს მაგიდაზე

, , , , ,