• nutrients

როგორ გავამძაფროთ მოხარშული ბოსტნეულის გემო?

გემრიელი

საკვების მომზადება რთული არაა და ნებისმიერს შეუძლია თავი გაართვას. რთულია მისცეთ შესაბამისი გემო თქვენს ბოსტნეულის კერძებს. ხორცი და თევზი შეგიძლიათ მოათავსოთ მარინადში რამოდენიმე საათითაც კი, თუმცა ბოსტნეული ცოცხლად უნდა მომზადდეს. გაინტერესებთ, როგორ უნდა შეასუნელოთ თქვენი ბოსტნეული?

არ აქვს მნიშვნელობა ხარშავთ თუ ორთქლზე ამზადებთ, არ დაგავიწყდეთ თქვენი საყვარელი მწვანილის თუ სუნელის გამოყენება. მათი არომატი განსაკუთრებით უხდება ბოსტნეულს.
რეჰანი განსაკუთრებული, იოლად გამოსაცნობი არომატით გამოირჩევა. მას განსაკუთრებით იტალიურ სამზარეულოში იყენებენ. ჩვენ შეგვიძლია ის გამოვიყენოთ ხაჭოს, სენდვიჩების, სალათებისა თუ თევზეულის გასაგემრიელებლად. თუ თქვენ პომიდვრიან კერძს ამზადებთ რეჰანი საუკეთესო არჩევანია.
ქონდარი კერძის არომატს ამძაფრებს და ამასთან ის ძალიან სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის. მაგალითად ის რეკომენდებული სასუნთქი სისტემის პრობლემების დროს. ქონდარი ფართოდ გამოიყენება ფრანგულ სამზარეულოში. ის ძალიან უხდება ხორცეულს, განსაკუთრებით ვენისონს, ბარდის წვნიანსა და თევზეულს.

როზმარინს სასიამოვნო, ოდნავ მომწარო გემო აქვს, რომელიც განსაკუთრებით უხდება ხორცეულს, თევზეულს, ბრინჯს, წვნიანებსა თუ სალათებს. ის მსოფლიოს მრავალ სამზარეულოში გამოიყენება, ვინაიდან ის ამძაფრებს კერძის გემოს, განურჩევლად იმისა ტკბილია ის თუ მწარე.

მომზადებული კერძის გემო შეგიძლიათ შეცვალოთ სხვადასხვა სოუსებით. მათ უკეთესი გემო აქვთ, როდესაც ჩვენით ვამზადებთ. მთავარი იცოდეთ, რომელი სოუსი უნდა გამოვიყენოთ კონკრეტული კერძისათვის? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ პროდუქტს ვიყენებთ. ყველაზე პოპულარული სოუსები ნივრის კერი და ძაძიკის სოუსია.

როგორ გავამძაფროთ მოხარშული ბოსტნეულის გემო?

გამოიყენეთ სანელებლები თქვენი კერძისათვის და თავად დარწმუნდებით რამდენად გემრიელი გახდება ის.

შემოგვიერთდი:

საკვები ინგრედიენტების კალორიების ცხრილები

, , , , , , ,