• nutrients

როგორ დავაწყოთ დანა-ჩანგალი მაგიდაზე

მოდური

რთული წარმოსადგენია ელეგანტური სადილი თანამედროვე ჭურჭლის გარეშე. თეფშებისა და მათ გარშემო დანა-ჩანგლის გაწყობის ეტიკეტი - ეს წესებია, რომლებიც ისწავლება. ეს ერთგვარი ცერემონია, რომლისთვისაც ყველას სჭირდება მომზადება.

დანა-ჩანგლის ევროპულად გაწყობა გულისხმობს ჩანგლების მარცხნივ, ხოლო დანებისა და კოვზების მარჯვნივ გაწყობას მათი გამოყენების რიგითობის მიხედვით. ერთნაირი, პრიალა დანა-ჩანგალი თეფშის ორივე მხარეს ეწყობა – თავდაპირველად გამოსაყენებელი დანა-ჩანგალი კიდეში.

ჩანგლები ცივი და ძირითადი კერძისათვის თეფშის მარცხნივ იდება, ხოლო მარჯვენა მხარეს – დანა ცივი კერძისათვის, კოვზი წვნიანისათვის და დანა ძირითადი კერძისათვის. თევზი თუ გაქვთ მენიუში, ჩვეულებრივი დანა-ჩანგლის მაგიერ მაგიდაზე თევზის სპეციალური დანა-ჩანგალი უნდა გააწყოთ, რომლითაც თევზის ფხებისაგან გამორჩება უფრო იოლია.

წვნიანის კოვზი მარჯვნივ იდება დანებს შორის. ყავის/ჩაის კოვზი თეფშის ზემოთ უნდა განთავსდეს და მიმართული იყოს მარჯვნივ. აქვე უნდა იყოს დესერტის ჩანგალი, მხოლოდ საპირისპირო მიმართულებით. უნაკლო თანმიმდევრობა და სიმეტრია გადამწყვეტია უნაკლო სუფრისათვის. ბოლოს კი, დანა-ჩანგალი მაგიდის კიდიდან 1 სმ-ზე უნდა განლაგდეს. ვიწრო მაგიდის შემთხვევაში, დესერტის ჩანგალი და ყავის/ჩაის კოვზი შეგიძლიათ საერთოდ არ დადოთ და ისინი დესერტთან ერთად მიიტანოთ მაგიდაზე.

როგორ დავაწყოთ დანა-ჩანგალი მაგიდაზე

გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი გამოცდილება და ერთად სცადეთ მაგიდის გაწყობა ახლებურად.

შთაგონება წვეულებისათვის – რჩევები, ხრიკები, წესები და ეტიკეტი/

 

, , , , , , ,