• nutrients

როგორ დავლიოთ ყავა და მივიღოთ შესანიშნავი შედეგები?

ლამაზი

ყოველდღე სხვადასხვა, ხშირად ერთმანეთთან საწინააღმდეგო ინფორმაცია გვესმის ყავის გავლენაზე ადამიანის ორგანიზმზე. ითვლება, რომ ის აუმჯობესებს კონცენტრაციას. გვჭირდება თუ არა კოფეინი, რომ ნაყოფიერად ვიმუშაოთ? როგორ უნდა დავლიოთ ყავა, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი?

კოფეინი ხელს უწყობს ტვინის ქერქის და ცენტრების, ასევე სასუნთქი და ვაზომოტორული
ცენტრის სტიმულაციას. ეს ჩვენს ტვინს საშუალებას აძლევს, უკეთესად იმუშაოს და დაუყონებლივ
გააძლიეროს ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა. ეს არის კოფეინის გამო ადრენალინის
და დოპამინის გაზრდილი გამოყოფის ეფექტი, რომელიც ხელს უწყობს სიამოვნების ცენტრის
სტიმულაციას ჩვენს ტვინში.

მცირე ოდენობით ყავა ზრდის ჩვენს ეფექტურობას. უფრო მაღალ დოზებში კოფეინი
ფანტავს და ამცირებს შესრულების უნარს. კოფეინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში
გრძელდება დაახლოვებით ერთი საათი, მაგრამ შეუძლია იმოქმედოს ოთხ საათამდე. კოფეინის
დადებითი ეფექტი დაფიქსირებულია იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდებოდა მისი მიღება
100-300 მგ ოდენობით დღეში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყავა იწყებს მოქმედებას მიღებიდან
დაახლოვებით ნახევარ საათში. ეს გავრცელებული შეცდომაა: ჩვენ ვსვავთ ყავას, ვერ ვხედავთ
მომენტალურ ეფექტს და ვსვავთ კიდევ ერთ ჭიქას. ამის მერე კი უეცრად ვერ ვახდენთ კონცენტრაციას
და გაღიზიანებულები ვართ. ამიტომ ოპტიმალური ვარიანტია დავივიწყოთ დიდი ყავის ჭიქები
და დავუბრუნდეთ ტრადიციულ პატარა ფინჯნებს. ამით ვუზრუნველყოფთ კოფეინის საკმარისს
დოზას ჩვენი ორგანიზმისთვის. დღეში სამი ფინჯანი ყავა არის საკმარისი. ეს რაოდენობა
შეინარჩუნებს კონცენტრაციის მაღალ დონეს და არ გამოიწვევს გაღიზიანებას.

როგორ დავლიოთ ყავა და მივიღოთ შესანიშნავი შედეგები?

შეამოწმეთ, რა სტიმულს აძლევს ყავა თქვენს ორგანიზმს

, , , , , ,