• nutrients

როგორ შევავსოთ A ვიტამინის დეფიციტი?

ჯანმრთელი

A ვიტამინი უმნიშვნელოვანესია მხედველობისათვის. ის ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უშლის ინფექციების განვითარებას. ამასთან, A ვიტამინი უნარჩუნებს თქვენს თმებსა და ფრჩხილებს ჯანსაღ ელფერს. ის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლაში - როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტი ის გავლენას ახდენს უჯრედის მემბრანის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

კარგად დაბალანსებული დიეტისა და A ვიტამინის ნორმალური შეწოვის პირობებში, მისი დეფიციტი არ უნდა განვითარდეს. საკვებიდან A ვიტამინის მიღების სამი წყარო არსებობს, რომლებიც მის სამ ფორმას შეესაბამება. რეტინოლი ცხოველურ პროდუქტებშია, ბეტა-კაროტინს (პროვიტამინი A) ძირითადად მცენარეებიდან ვიღებს, ხოლო A კაროტინოიდები ცხიმებიდან სინთეზირდება.
ორგანიზმში A ვიტამინის დეფიციტი რამოდენიმე შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს: შემცირებული შეწოვისას, მწირი დიეტის შემთხვევაში (ცილებისა თუ ცხიმების დეფიციტის დროს), ალკოჰოლისა თუ თამბაქოს მოხმარებისას და ბავშვებსა თუ ხანდაზმულებში არასწორი დიეტით.
A ვიტამინის დეფიციტი გამოვლინდება: ძალიან მშრალი, უხეში კანით იდაყვებსა და მუხლებზე, ასევე მკლავებსა თუ ბარძაყებზე; დაქვეითებული მხედველობა (ამბლიოპია) ბურუსში და ღამე; სიბნელეში შენელებული აკომოდაციით და თვალის სიმშრალით.
A ვიტამინის მიღება შესაძლებელია როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული პროდუქტებით. ცხოველურ პროდუქტებში A ვიტამინი ყველაზე დიდი რაოდენობით საქონლის გულ-ღვიძლში, ზოგიერთი თევზის სახეობასა და კვერცხშია. მცენარეული პროდუქტებიდან მას დიდი რაოდენობით შეიცავს სტაფილო, ისპანახი, მწვანე ბარდა, სალათის ფოთოლი, გარგარი, ატამი, ქლიავი და გოგრის თესლი.

Vitamin-A-GE

დაიწყეთ დღესვე: გაამდიდრეთ თქვენი რაციონი A ვიტამინით და იგრძენით თავი უკეთესად

გაიგეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობის შესახებ:

მწვანე დიეტა ჯანმრთელი დიეტაა
ყვითელი ბოსტნეული საუკეთესო წამალია თქვენი თვალებისა და კანისთვის

, , , , , ,