• nutrients

რომელი ვიტამინი სჭირდება თქვენს ორგანიზმს ყველაზე მეტად?

ჯანმრთელი

ვიტამინები და მიკროელემენტები საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისათვის და არა მარტო მისი ზრდისა და ფორმირების პროცესში. ზრდასრული ადამიანისათვის ვიტამინები მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნების, ენერგიისა და ამაღლებული განწყობისათვის. რომელი ვიტამინებია განსაკუთრებით საჭირო და რატომ?

ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ვიტამინებისა და მინერალების გარკვეული რაოდენობაა საჭირო. ჩვენი რაციონი უნდა იყოს დაბალანსებული და მრავალფეროვანი იმისათვის, რომ ამ ნივთიერებებმა ორგანიზმში ოპტიმალური დიეტის საშუალებით შეაღწიონ. თუმცა ყველამ არ იცის, ზუსტად რომელი ელემენტებია საჭირო ჩვენი ორგანიზმისათვის.

А ვიტამინი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისათვის. ის პასუხისმგებელია თვალის, კანისა და თმის ჯანმრთელობაზე.

ჯანმრთელობისათვის კიდევ ერთი შეუცვლელი ინგრედიენტი – B ჯგუფის ვიტამინებია. მათზე ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი კარგი განწყობა. ამასთან არ უნდა დავივიწყოთ მათი გავლენა იმუნურ და ნერვულ სისტემებზე.

C ვიტამინიც ასევე საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისათვის – ის ზრდის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას სხვადასხვა ინფექციისადმი. ამასთან, С ვიტამინის საკმარისი ოდენობით მიღება ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

არ უნდა დავივიწყოთ E ვიტამინი, რომელსაც არაჩვეულებრივი გავლენა აქვს ჩვენი სხეულის კუნთოვან ნაწილზე. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, ამიტომ მისი მარაგის მუდმივი შევსებით, ჩვენ ვიცავთ საკუთარ ორგანიზმს სიმსივნური და გულის დაავადებებისაგან.

გავიხსენოთ ასევე K ვიტამინი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს სისხლის შედედების პროცესში, ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას და ზრდის კალციუმის შეწოვას.

რომელი ვიტამინი სჭირდება თქვენს ორგანიზმს ყველაზე მეტად?

გაამდიდრეთ თქვენი რაციონი ვიტამინებით თქვენივე ჯანმრთელობისათვის

, , , , , ,