• nutrients

სისხლის ნორმალური შედედება K ვიტამინის დამსახურებაა

ჯანმრთელი

K ვიტამინის დადებითი ეფექტი და ძლიერი ძვლებისა თუ ჯანმრთელი სისხლძარღვოვანი სისტემის შენარჩუნების შესაძლებლობა უკვე კარგადაა ცნობილი. სამწუხაროდ, ადამიანის ორგანიზმს ამ ვიტამინის სინთეზი არ შეუძლია და მისი მოთხოვნილება აუცილებლად საკვებით უნდა შეივსოს.

K ვიტამინი აუცილებელია ღვიძლში პროთრომბინის სინთეზისათვის, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სისხლის შედედების პროცესში. ამასთან, K ვიტამინი არსებობა ღვიძლში აუცილებელია შედედების სხვა ფაქტორების სინთეზისათვის. პროთრომბინისა თუ შედედების სხვა ფაქტორების დეფიციტის დროს სისხლი ნელა ან საერთოდ არ დედდება და სულ მცირე დაზიანებასაც კი შეუძლია გახანგრძლივებული სისხლდენა გამოიწვიოს. K ვიტამინი გავლენას ახდენს ძვლების მიერ კალციუმის ათვისების პროცესზე. K ვიტამინის ხანგრძლივმა დეფიციტმა შესაძლოა ოსტეოპოროზი გამოიწვიოს (მსხვრევადი და მყიფე ძვლები). საბედნიეროდ, ასეთი დეფიციტი იშვიათია და როგორც წესი, ჯანმრთელ ადამიანს მისი დამატებით მიღება არ სჭირდება.

K ვიტამინის დეფიციტი მძიმე ნაწლავური ან ღვიძლის დაავადებებისა და ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღების შემდეგ ვითარდება. ქოლესტერინის დონის შემამცირებელი პრეპარატები K ვიტამინის შეწოვას ამცირებენ. ხოლო ის პაციენტები, რომლებიც ანტიკოაგულანტებს ღებულობენ მიდრეკილნი არიან ოსტეოპოროზისაკენ, ვინაიდან ეს პრეპარატები ამცირებენ K ვიტამინის ეფექტს. ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია K ვიტამინის სინთეზი, ამიტომ მათი საკვებიდან მიღება აუცილებელია. K ვიტამინს ძირითადად მწვანე ფოთლოვანი მცენარეები (მაგ: ბროკოლი, სალათის ფოთოლი, კომბოსტო, ისპანახი), მარწყვი, სოიოს ზეთი და სხვადასხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტი (მაგ: კვერცხი, საქონლის ღვიძლი)

K-GE

შეინარჩუნე ჯანმრთელი ძვლები K ვიტამინთან ერთად

გაიგეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობის შესახებ:

მწვანე დიეტა ჯანმრთელი დიეტაა
ყვითელი ბოსტნეული საუკეთესო წამალია თქვენი თვალებისა და კანისთვის