• nutrients

ღვინის და კერძების კომბინირების პრინციპები

მოდური

შესაფერისი ღვინო არა მარტო ხაზს უსვამს კერძის გემოს, არამედ, როგორც ღვინის სპეციალისტები ამტკიცებენ, აძლიერებს გემოს შეგრძნებას. კერძისთვის საუკეთესო სასმელის შერჩევა არ არის ადვილი. არ შეიძლება, ღვინომ დაფაროს ან შეცვალოს კერძის გემო - და მსგავსად კერძმა არ უნდა ჩააქროს ღვინის არომატი.

თეთრი და ვარდისფერი ღვინოს შესაფერისი კერძები

თეთრ ღვინოებს უფრო ნაზი და რბილი გემო აქვთ და უხდებიან უმ და მოთუშულ
ბოსტნეულს, ზღვის პროდუქტებსა და თევზს ან მსუბუქ კერძებს მცირე ოდენობის სანელებლებთან.
მსუბუქი აპეტაიზერები, მათ შორის ხილი, არაჩვეულებრივად მოუხდება მსუბუქ თეთრ სასმელს.

უფრო მძიმე თეთრ და ვარდისფერ ღვინოს აქვს ექსპრესიული და ძლიერი გემო,
რიც გამოც უკეთესად შეესაბამება მოშუშულ, შემწვარ ან შებოლილ თევზს. აგრეთვე შეგიძლიათ
დააყოლოთ თეთრი ღვინო მუქ ხორცთან ერთად: ნაზი, სანელებლებით ოდნავ შეზავებული და მოშუშული,
მსუბუქ სოუსში.

წითელ
ღვინოს უხდება ნებისმიერი კერძი უფრო გამოკვეთილი არომატით. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ
სასმელს სხვადასხვანაირი ინტენსივობა შეიძლება ჰქონდეს. მსუბუქი წითელი ღვინო უხდება
ცხარე კერძებს ფრინველის ხორცით. უფრო მძიმე ღვინო უკეთესია მუქ ხორცთან (შემწვარი,
გრილზე). ძალიან არომატული და ძლიერი ღვინო საუკეთესო არჩევანია ირმის ხორცისთვის,
განსაკუთრებით კერძებთან მუქი სქელი სოუსით.

შუშხუნა
ღვინო ერთერთი კლასიკური აპერიტივია. ის აგრეთვე ერთადერთი ღვინოა, რომელიც ყველანაირ
კერძს უხდება, მაგალითად, თევზს, ბოსტნეულს, ყველსა და დესერტს.

დესერტისთვის
სუფრაზე უნდა მიიტანოთ ნახევრად ტკბილი ან ტკბილი სადესერტო ღვინო. თუ დესერტი ძალიან
ტკბილია, ნახევრად ტკბილი ღვინო მოუხდება.

დღის
განმავლობაში მსუბუქ საჭმელს თუ მიირთმევთ, შეგიძლიათ როგორც თეთრი, ასევე წითელი ღვინო
დააყოლოთ.

ღვინის და კერძების კომბინირების პრინციპები

ეხლა ყველა პრინციპი იცით, გასინჯეთ ისინი თქვენს მეგობრებთან ერთად

, , , , ,