• nutrients

ღვინო სადილზე – როგორ მივირთვათ?

მოდური

ოფიციალური სადილის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ალკოჰოლის სწორად შეთავაზება. წვეულებების უმეტესობაზე თუნდაც მცირე ოდენობით წარმოდგენილია ალკოჰოლური სასმელები. მნიშვნელოვანია მათი სწორად შეთავაზება.

ღვინის ბოკალი ძირითადად თეფშის მარჯვენა ზედა მხარეს თავსდება, ვინაიდან ღვინოს ძირითადად მარჯვენა ხელით მივირთმევთ. მარჯვნიდან მარცხნივ: ჯერ მოათავსეთ თეთრი ღვინის ბოკალი, ხოლო შემდეგ – წითელი. წყლის ბოკალი დადგით შუაში, ვინაიდან მთელი წვეულების მანძილზე ის ყველაზე იოლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ დესერტის ჭიქები მოგვიანებით მიიტანოთ სუფრასთან, ჩაის ან ყავასთან ერთად.

სწორად შერჩეული ბოკალი, ესთეტიკური ფუნქციის გარდა საშუალებას იძლევა სწორად შეფასდეს ღვინის ფერი, გემო და არომატი. ღვინის ჭიქა უფერული, სადა და თხელი შუშის უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია სწორად შევაფასოთ შიგთავსის ფერი. ჭიქის ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მის დეგუსტაციაზე ვსაუბრობთ. კვლევებით დასტურდება, რომ ერთი და იგივე ღვინოს სხვადასხვა ჭიქით დეგუსტაციისას იმდენად განსხვავებული გემო აქვს, რომ შეუძლებელია მათი, როგორც ერთი სასმელის აღქმა.

ღვინის ჭიქის ყველაზე უნივერსალური ფორმა – ქვედა ნაწილი უფრო განიერი უნდა იყოს და დაახლოებით კვერცხის ფორმას უნდა წააგავდეს. არანაკლებად მნიშვნელოვანია დეგუსტაციისას ღვინის ბოკალის დაჭერის მანერა. ბოკალი ფეხით უნდა დავიჭიროთ, რათა თვიდან ავიცილოთ სასმელის გათბობა და არ დავაბინძუროთ ნათითურებით ზედაპირი.

ღვინო სადილზე - როგორ მივირთვათ?

მიჰყევით ჩვენს რჩევებს, გამოიყენეთ ისინი და დარწმუნდებით, რამდენად სრულყოფილი გახდება თქვენი სუფრა.

დატკბით თქვენი წვეულებით და გაიგეთ მეტი:

მოდური წვეულება და სადილი
ბოსტნეული თქვენს მაგიდაზე

, , , , , , ,