• nutrients

ყავის ავი და კარგი

ლამაზი

როგორც წესი, ყავას ორი უკიდურესობა ახასიათებს: ჩვენ ან ვაღმერთებთ ამ სასმელს, ან სრულიან გულგრილნი ვართ მის მიმართ. სამწუხაროთ ყავა ორმაგი ბუნებისაა, რომლის შესახებაც ღირს იცოდეთ.

ზოგი ყავას მისი გემოს გამო მიირთმევს, სხვანი მას დღის განმავლობაში მხნეობისა და ენერგიისათვის იღებენ. ამას გარდა, ყავა დადებითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. პირველ რიგში, ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც დაბერების პროცესს აფერხებს. ამასთან, სასმელი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, რომლის მეშვეობითაც მცირდება ათეროსკლეროზისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი. კვლევები ცხადყოფს, რომ ყავის მოხმარება ამცირებს შაკიკის შეტევების სიხშირეს, II ტიპის დიაბეტის, სხვადასხვა სიმსივნისა და ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, როგორიცაა პარკინსონიზმი და ალცჰაიმერი. ყავის დამსახურებათა რიცხვს მიეკუთვნებაკარიესისა და ასთმის განვითარების რისკის შემცირება. კვლევებით დასტურდება, რომ ყავის რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს მეხსიერებას.

ყავის მოხმარებით მიღებული ზიანი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მისი სარგებელი, თუმცა ღირს იცოდეთ ამის შესახებ. პირველ რიგში, ეს სასმელი მაგნიუმს, კალციუმსა და В ჯგუფის ვიტამინებს გამოდევნის ორგანიზმიდან. ყავაზე უარის თქმა იმ შემთხვევაში ღირს, თუ თქვენ კუჭის პრობლემები გაწუხებთ, ვინაიდან ყავა იწვევს კუჭის წვენის ჭარბ სეკრეციას. თუ თქვენ ყავას ძალიან ხშირად მიირთმევთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძილის ციკლის დარღვევა და ზედმეტად გაღიზიანებული გახდეთ. ამიტომ ყავის ყოველდღიური დოზა გონივრულ საზღვრებს არ უნდა სცდებოდეს.

ყავის ავი და კარგი

ყავა მცირე რაოდენობით სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის.

მიიღეთ მეტი შთაგონება და ინფორმაცია:

ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბროკოლი

, , , , , , , ,