• nutrients

ყველაზე პოპულარული მაკარონის სოუსები

გემრიელი

იტალიაში სოუსები მზადდება იმ პროდუქტებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული რეგიონისათვის. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ფართოდ გამოიყენება ტრუფელები და სხვა სოკოები, გენუაში - არომატული პესტო, ნეპალში - შესანიშნავი პომიდორი, სამხრეთში - თევზი და ზღვის პროდუქტები. ამჟამად ყველა კუთხეში მსგავს სოუსებს ამზადებენ, ვინაიდან ახალთახალი პროდუქტი მსოფლიოს ყველა რეგიონიდან იმპორტირდება.

სოუსი ბოლონეზე ეს იტალიის ერთ-ერთი რეგიონის, ემილია-რომანას საფირმო კერძია. ამ სოუსის ძირითადი ინგრედიენტებია სტაფილო, ხახვი, ნიახური, ტომატ-პასტა და წითელი ღვინო. იტალიაში მას სპაგეტთან ერთად არ მიირთმევენ. პასტა რომელსაც ბოლონეზესათვის ამზადებენ ტეგლიატელეა (tagliatelle – გრძელი და ფართო ლენტები). ბოლონეზე ასევე ძალიან უხდება ლაზანიას ბაშამელის სოუსით. კარბონარა იტალიის ერთ-ერთი რეგიონის, ლაციოს საფირმო კერძია, განსაკუთრებით კი დამახასიათებელია რომისათვის. ტრადიციულად ის მზადდება კვერცხით, ლორით (ძირითადად პანჩეტა გამოიყენება) და პოცერინოს ან პარმეზანის ყველით, რომელსაც შავ პილპილს უმატებენ. მიუხედევად იმისა, რომ ამ სოუსს ძირითადად სპაგეტთან ერთად მიირთმევენ, ის ასევე ძალიან უხდება ბავეტეს (bavette – გრძელი და წვრილი ლენტები). კლასიკური მწვანე პესტოს სამშობლო გენუაა, ლიგურიის რეგიონის დედაქალაქი. მისი ძირითადი ინგრედიენტებია: ბაზილიკი, მიწის თხილი, ნიორი, ზეითუნის ზეთი, პარმეზანი და ზღვის მარილი. პესტო განსაკუთრებულად უხდება ბავეტეს, სპაგეტის ან ლაზანიის მომზადებულ ნაჭრებს. სოუსი არაბიატა კიდევ ერთი დელიკატესია ლაციოსა და რომიდან. ის ძალიან იოლად და სწრაფად მზადდება პომიდვრის სოუსით, წიწაკითა და ნიორით ზეითუნის ზეთთან ერთად. სოუსი არაბიატა ძალიან უხდება პენე რიგატას. მაკარონს, მთელ თავის დანამატებთან ერთად როგორც წესი ზემოდან აყრიან დაჭრილ ოხრახუშს. ის ასეთივე წარმატებით გამოიყენება როგორც პიცის სოუსი

GE-SAUCES

აღმოაჩინეთ თქვენი საყვარელი სოუსი მაკარონისათვის.

აღმოაჩინეთ უფრო მეტი და გემრიელი რეცეპტი:

შთაგონება წვეულებისათვის – რჩევები, ხრიკები, წესები და ეტიკეტი

ლაზანია – იტალიური ორცხობილა პასტით, ხორცითა და ბოსტნეულით

, , , , , ,