• nutrients

შაქარი თქვენს რაციონში

ჯანმრთელი

ტკბილი ერთ-ერთი ყველაზე პირველია რომელსაც ადრეული ბავშობიდან ვაგემოვნებთ და გვიყვარდება. ჩვენ გვიყვარს ტკბილეული, რომელიც ძალიან იოლად ხელმისაწვდომია, ამიტომ მას ძალიან აქტიურად ვრთავთ ჩვენს ყოველდღიურ დიეტაში.

შაქარს ხშირად “ჩუმ მკვლელსაც” უწოდებენ. ის პრაქტიკულად ყველგანაა. ის თითქმის ყველა პროდუქტის შემადგენლობაშია, როგორიცაა წვენები, სასმელები, ტკბილეული, ბურღულეული და ა.შ.

შაქრის უარყოფითი გავლენა იმუნურ სისტემაზე მიღებიდან 30 წუთში იწყება. მაგალითად, შაქრით მდიდარი საკვები ზრდის სისხლში შაქრის შემცველობას და შესაბამისად იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, გუნება-განწყობის ცვლილებას, წონის მატებას, დაღლილობას, თავის ტკივილს, ჰორმონალურ დარღვევებს და ა. შ.

შაქარი არანაირ საკვებ ნივთიერებებს არ შეიცავს, ის მხოლოდ კალორიებია. როდესაც, როგორღაც დაამარცხებთ ლტოლვას და შეწყვეტთ შაქრის მიღებას შედეგიც არ დააყოვნებს. თქვენ აშკარად იგრძნობთ ენერგიის მატებას, წონის კლებას და იმუნიტეტის გაუმჯობესებას.

ნაკლები შაქრის მიღება თავდაპირველად შესაძლოა შეუძლებლად მოგეჩვენოთ, თუმცა ის იმაზე იოლია, ვიდრე თქვენ გგონიათ. უბრალოდ გაითვალისწინეთ რამოდენიმე გამოსადეგი რჩევა. შოკოლადი და სხვა ტკბილეული ახალი თუ გამომშრალი ხილით ჩაანაცვლეთ. მართალია, ხილიც ტკბილია, მაგრამ ის ასევე შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ვიტამინებს, მინერალებს და ბოჭკოს. ასევე შეამცირეთ ფერად-ფერადი სასმელების რაოდენობა. ჩაანაცვლეთ ისინი ახლად გამოწურული 100%-ით ნატურალური ხილის წვენით, მინერალური წყლით ან უშაქრო ჩაით. ამას გარდა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნატურალური თაფლი, როგორც შაქრის შემცვლელი თქვენს ყოველდღიურ რაციონში.

შაქარი თქვენს რაციონში

შაქრის მცირე რაოდენობა თქვენს რაციონში აუმჯობესებს თქვენს იმუნურ სისტემას.

რას გვეუბნება ჯანმრთელი კვების პირამიდა?
დიეტები – საუკეთესო დიეტების შერჩევა

, , , , , , , ,