• nutrients

წყალი ყოველდღიურ რაციონში

ჯანმრთელი

წყალი ჩვენი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ჩვენი სხეულის მასის 60%-ს შეადგენს. ის მრავალ ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს. ამიტომ აუცილებელია მისი რაოდენობის აღდგენა ორგანიზმში.

წყალი განუწყვეტლივ გამოიყოფა თირკმელების, ფილტვებისა და კანის მეშვეობით. თუმცა წყლის გამოყოფის უმთავრესი გზა თირკმელებია. თირკმელებიდან წყლის გამოყოფის პროცესი ცვალებადია; ის ორგანიზმში წყლის რაოდენობაზეა დამოკიდებული და საშუალოდ დღეში 1.4 ლიტრის შეადგენს.
ფილტვებიდან წყალი ალვეოლებში არსებული ჰაერის დასატენიანებლად ორთქლდება. გაცილებით მეტი წყალი იკარგება ორგანიზმიდან, როდესაც სასუნთქი ჰაერი მშრალია. ეს დანაკარგი ასევე იზრდება ფიზიკურ აქტივობასა და ორგანიზმის ტემპერატურის მატებასთან ერთად. ამ გზით დაახლოებით 0.3 ლიტრ წყალს ვკარგავთ დღეში, თუმცა ეს რიცხვი შესაძლოა 2 ლიტრამდეც გაიზარდოს!
ამას გარდა, კანი მუდმივად გამოყოფს წყალს ოფლის მეშვეობით. ჩვენ ოფლს მაშინაც გამოვყოფთ, როცა ამას ვერ ვგრძნობთ. ამ გზით დღეში დაახლოებით 0.5 ლიტრ წყალს ვკარგავთ, თუმცა ეს რაოდენობა 1.5-2 ლიტრამდეც შესაძლოა გაიზარდოს ფიზიკური აქტივობისა თუ მაღალი გარემო ტემპერატურის გამო.

მიღებული სითხე წყლის უმთავრესი წყაროა ორგანიზმისათვის. სასმელები, განსაკუთრებით მინერალური წყალი, გამოწურული ხილისა თუ ბოსტნეულის წვენი, ჩაი და ყავა წყლის დღიური რაოდენობის 62%-ს შეადგენს. ახალი ხილი და ბოსტნეული წყლის კიდევ ერთი წყაროა ორგანიზმისათვის. ისინი წყლის დღიური რაოდენობის 18-20%-ს შეადგენენ. მცირე ოდენობით წყალი ასევე შესაძლოა შეიწოვოს ორგანიზმში სხვადასხვა საკვების სახით, როგორიცაა რძე და რძიანი სასმელები, ხორცი და ბურღულეულიც კი.

წყალი ყოველდღიურ რაციონში

უთხარით მეგობრებს რა შეიტყვეთ წყლის შესახებ

, , , , , , , , ,