• nutrients

B ვიტამინი ამშვიდებს თქვენს ნერვებს და ხელს უწყობს მეტაბოლიზმს

ჯანმრთელი

B ჯგუფის ვიტამინები ამცირებენ სტრესს, არეგულირებენ მეტაბოლიზმს, გავსებენ ენერგიით და ზრუნავენ თქვენი კანის მდგომარეობაზე. რადგან ჩვენს ორგანიზმს არ ძალუძს B ვიტამინის მარაგის შექმნა, საჭიროა მისი რეგულარული მიღება.

B ჯგუფის ვიტამინები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის. ისინი ფერმენტების შემადგენლობაში შედიან ან ააქტიურებენ მათ. ამიტომ, მათ უდიდესი გავლენა აქვთ უჯრედის მეტაბოლიზმზე და წარმოადგენენ ორგანიზმში მიმდინარე უამრავი პროცესის საფუძველს. B ჯგუფის ვიტამინები ძირითადად ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე და შესაბამისად მენტალურ ჯანმრთელობაზე არიან პასუხისმგებელნი. B ვიტამინების დეფიციტს უსერიოზულესი შედეგი აქვს. მათი დეფიციტი იწვევს სისხლძარღვების, ნერვული სისტემის და სისხლში ქოლესტერინის დონის ცვლილებებით გამოწვეულ დაავადებებს.

B ჯგუფის ვიტამინებს დიდ ოდენობით შეიცავს ქერისა და წი­წი­ბუ­რას მარცვლეული, გულღვიძლი, ხორცი, გამშრალი პური, ნუში, კვერცხი, ყვავილოვანი კომბოსტო, კომბოსტო, ნიორი, ხახვი, ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, ისპანახი, ლობიო და ბარდა. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ვიტამინებისადმი მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ტკბილეულისა და სხვა ნახშირწყლების მიღებისას. ამასთან ალკოჰოლი, ყავა და შავი ჩაი ხელს უწყობს B ვიტამინების დაშლას.
Vitamin-B-GE

გაიუმჯობესეთ განწყობა B ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებით

გაიგეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობის შესახებ:

მწვანე დიეტა ჯანმრთელი დიეტაა
ყვითელი ბოსტნეული საუკეთესო წამალია თქვენი თვალებისა და კანისთვის

, , , ,