• nutrients

E ვიტამინი: ჯანმრთელი ნაერთი

ჯანმრთელი

E ვიტამინი A, D და K ვიტამინებთან ერთად ცხიმში-ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნება. ამიტომ მათი მარაგი ცხიმოვან ქსოვილსა და თირკმელზედა ჯირკვალშია მხოლოდ.

E ვიტამინი, A და C ვიტამინებთან ერთად უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ორგანიზმს ჟანგვითი სტრესისაგან და შესაბამისად, უჯრედების დაზიანებას – თავისუფალი რადიკალებისაგან. E ვიტამინი ჩართულია აქტიური ანტიკოაგულანტების სინთეზში, ინარჩუნებს უჯრედის მემბრანის გამტარობას და ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ამასთან, E ვიტამინი მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების დაცვის, გენების ექსპრესიასა და ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში. ის ასევე ხელს უწყობს თვალის ნორმალურ ფუნქციონირებას. E ვიტამინის დეფიციტი უიშვიათესია, თუმცა მუკოვისციდოზითა და ცელიაკიით დაავადებულები მიდრეკილნი არიან ამ ვიტამინის დეფიციტისაკენ. დეფიციტის დროს ყველაზე ხშირად პაციენტები უჩივიან დაღლილობას, ანემიას, ნერვული სისტემის დაზიანებას, კუნთების დეგენერაციას და გახშირებულ ინფექციებს. E ვიტამინს მხოლოდ მცენარეები აწარმოებენ. ყველაზე მდიდარი E ვიტამინის წყარო ცხიმებია, განსაკუთრებით კი ხორბლის ზეთი. ამ ვიტამინის საკმაოდ მდიდარი წყაროა თხილეული, მარცვლეული და მწვანე ფოთლიანი ბოსტნეული: სალათის ფოთოლი, ისპანახი და კომბოსტო.

GE-VITAMIN-E

დაგეგმეთ თქვენი რაციონი E ვიტამინით მდიდარი საკვებით.

გაიგეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობის შესახებ:

მწვანე დიეტა ჯანმრთელი დიეტაა
ყვითელი ბოსტნეული საუკეთესო წამალია თქვენი თვალებისა და კანისთვის

, , , , ,