თუ გსურთ სწრაფი შედეგი და წონის შესამჩნევი დაკლება, მაშინ ღირს რომ ერთ კვირიანი დიეტა სცადოთ.

ეს დიეტა საკმაოდ მკაცრია, შესაბამისად, გირჩევთ ერთკვირიანი შესვენება აიღოთ მომდევნო დიეტის დაწყებამდე.

7 დღიანი დიეტა

სწრაფი შედეგები

თუ ამ დიეტის წესებს სწორად მიყვებით წონის დაკლებას 7 დღეში შეძლებთ.

მნიშვნელოვანია, რომ მენიუ უცვლელი დატოვოთ, მით უმეტეს რომ დიეტის ყველა დღე განსხვავებულია. ეს თავიდან აგაცილებთ ერთფეროვნებას, რაც დიეტების უმრავლესობას ახასიათებს.

7 დღიანი დიეტა

სპორტი მნიშვნელოვანია

არ დაივიწყოთ ფიზიკური აქტივობები – ეს შეიძლება იყოს თქვენი დილის ვარჯიშები, აერობიკა ან სირბილი, მაგრამ მიეცით მას რეგულარული სახე

დიეტის სიმკაცრის მიუხედავად გარწმუნებთ, რომ ის მრავალფეროვანი, საინტერესო და რაც მთავარია, ადვილი მოსამზადებელია.

7 დღიანი დიეტა

ბოსტნეულის კოქტეილის დღე

ბლენდერი და წვენის საწური ამ დღისთვის საჭირო მოწყობილობებია, იმისათვის რომ ბოსტნეულიდან გამოწუროთ და მიიღოთ მისი საუკეთესო თვისებები.
ეს არის დღე, როდესაც ზედმეტ წყალს ვკარგავთ, თუმცა კანი ინარჩუნებს სიმკვრივეს. ბოსტნეული კალიუმის მდიდარი წყაროა – ელემენტი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმისთვის წყლის მიწოდებას.

მენიუ

საუზმე:
3 ნიახურის და 6 სტაფილოს წვენს დამატებული 3 სუფრის კოვზი შპინატი (გამდნარი), 200 გ ყველი (light Farmer’s)
ლანჩი:
3 ნიახურის და 6 სტაფილოს წვენს დამატებული 1 პომიდორი
სადილი:

3 ნიახურის და 6 სტაფილოს წვენს დამატებული დაჭრილი ოხრახუში და 1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი, 100 გ შემწვარი ქათმის ფილე, 5 სუფრის კოვზი მოხარშული სტაფილო და ბარდა
ვახშამი:

3 ნიახურის და 6 სტაფილოს წვენს დამატებული 2 ჩაის კოვზი მშრალი ბაზილიკა და 1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი, 2 ნაჭერი სუხარი ინდაურის ლორის 2 ნაჭრით, სალათის 2 ფურცელი

7 დღიანი დიეტა

მეთევზის დღე

იოდი, რომლის შემცველობაც მაღალია წყალმცენარეებსა და თევზში გავლენას ახდენს ორგანიზმში ცხიმის წვის პროცესზე.

მენიუ

საუზმე:
კივის სალათი, ნახევარი ვაშლი, ნახევარი ფორთოხალი, 2 სუფრის კოვზი სიმინდის ფანტელები 2 სუფრის კოვზი იოგურტით, 1 ჭიქა წყალმცენარეების ნახარში (მომზადებული 2 ჩაის კოვზი წყალმცენარისგან)
სადილი:
200 გ შემწვარი ვირთევზა იმდენი ვინეგრეტის/ლიმნის სალათით რამდენიც გსურთ, 1 ჭიქა წყალმცენარეების ნახარში
ვახშამი:
200 გ ფოლგაში შემწვარი კალმახი შპინატით და 1 ჭიქა წყალმცენარეების ნახარშით

მნიშვნელოვანი შენიშვნა:
მათ ვისაც ვაფლი უყვართ, შეუძლიათ მიიღონ  2 ცალი.

რძის კოქტეილის დღე

ეს არის დიეტის მესამე ყველაზე რთული დღე. ამინომჟავა, რძის შემადგენელი ინგრედიენტი, ასტიმულირებს ტვინს გამოყოს სეროტონინი, რაც უზრუნველყოფს ჩვენს კარგ ხასიათს.

მენიუ 

საუზმე:
1,5 ჭიქა დაბალკალორიულ რძეს შერეული 1 ცალი ბანანი, 4 სუფრის კოვზი სიმინდის ფანტელები 150 გ მდნარ ყველთან ან ხილის იოგურტთან ერთად
ლანჩი:
1,5 ჭიქა დაბალკალორიულ რძეს შერეული 1 ცალი ბანანი
სადილი:
1,5 ჭიქა დაბალკალორიულ რძეს შერეული 1 ცალი ბანანი, პურის 2 ნაჭერი ჯემთან ერთად (შაქრის დაბალი შემცველობით)
ვახშამი:
1,5 ჭიქა დაბალკალორიულ რძეს შერეული 1 ცალი ბანანი, 150 გ შემწვარი ქათმის ფილე, სალათის 4 ფურცელი 2 სუფრის კოვზ ნატურალურ იოგურტთან ერთად

7 დღიანი დიეტა

ბროკოლის დღე

გადავიდეთ სასარგებლო ნივთიერებებზე, რომელთაც უსასყიდლოდ მივიღებთ!
ბროკოლი ჩვენს ორგანიზმს მოამარაგებს C ვიტამინით და ბეტა–კაროტინით.

მენიუ

საუზმე:
მაგრად მოხარშული კვერცხი, ნახევარი პომიდორი დაჭრილი ხახვით, 100 გ მოხარშული ბროკოლი, 1 ჭიქა მინერალური წყალი 3 სუფრის კოვზი ლიმნის წვენით
სადილი:
4 სუფრის კოვზი მოხარშული თეთრი ბრინჯი, 200 გ მოხარშული ბროკოლი, 1 ჭიქა მჟავე კომბოსტოს წვენი
ვახშამი:
სალათა მომზადებული 100 გ მოხარშული ბროკოლით და ნახევარი ქილა წითელი ლობიოთი, შეზავებული 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით, 1 ჭიქა მჟავე კომბოსტოს წვენი

კარტოფილის დღე

ამ დღეს აქცენტს გავაკეთებთ ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნაზე. აქ კალიუმი დიდ როლს ასრულებს – კარტოფილი კი მდიდარია ამ მინერალით.
კარტოფილი არც თუ ისე კალორიულია, როგორც ეს ბევრს ჰგონია. მე–5 დღეს იგი დაგვეხმარება ვებრძოლოთ შიმშილს, რადგან იგი კარგად ანაყრებს ადამიანს.

მენიუ

საუზმე:
1 ჭიქა ბოსტნეულის წვენი და 1 დიდი ზომის მოხარშული კარტოფილი 1 სუფრის კოვზი კამით.
ლანჩი:
1 ჭიქა პომიდვრის წვენი, 2 საშუალო ზომის კარტოფილი მოხარშული და გამომცხვარი ყველის ნაჭერთან ერთად, ზემოდან მოაყარეთ 1 სუფრის კოვზი ოხრახუში
სადილი:
1 ჭიქა ბოსტნეულის წვენი, 1 საშუალო ზომის გამომცხვარი კარტოფილი 1 სუფრის კოვზი კამით
მნიშვნელოვანი შენიშვნა:
აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში ნებადართულია 1 მაგარი კანფეტი.

7 დღიანი დიეტა

ციტრუსოვანი ხილის დღე

ეს დღე ორგანიზმის გაწმენდის პროცესის გაგრძელებას დაეთმობა.
ხილის წვენები და ხილი – კაკლის ნაჭუჭში: ვიტამინი C.

მენიუ

საუზმე:
1 ჭიქა ფორთოხლის წვენი, 2 ცალი მანდარინი, 1 ჭიქა იოგურტი
სადილი:
1 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი, 50 გ მოხარშული ქათმის ფილე, 200 გ ციტრუსოვანი ხილის სალათი
ვახშამი:
1 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი, 1 ნაჭერი პური 1 ნაჭერი ქათმის ლორით, სალათის 1 ფურცელი, რამოდენიმე მანდარინი

ბრინჯის დღე

დროა ორგანიზმი ჩვეულებრივი დიეტისთვის მოვამზადოთ და ამაში ბრინჯი დაგვეხმარება.

მენიუ

საუზმე:
5–6 მარწყვი (ახალი ან გაყინული), 1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი და 1 ჭიქა უშაქრო იოგურტი
ლანჩი:
150 გ მოხარშული ინდაურის ფილე, 1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი, 150გ მოხარშული ბროკოლი, 1 წიწაკა
სადილი:
5–6 მარწყვი (ახალი ან გაყინული), 1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი 3 სუფრის კოვზი მარწყვის ან ვანილის მდნარი ყველით

, , , ,