დიეტა 2000 კალორიით

გემრიელი

2000 კალორია დღეში სრულიად საკმარისია, რათა ლამაზი ფიგურა იოლად მისაღწევი გახდეს.

დაიკელით კგ-ები

ეს დიეტა მათთვისაა, ვისაც სისტემატიურად სურს წონაში დაკლება: ყოველ თვე რამოდენიმე კილოგრამი
Daily  calories that should not exceed 2000 lies at the base of the diet

იოლად გამოსაყენებელი

2000 კალორიანი დიეტის პრინციპი: 

  • დღეში 6-ჯერადი კვება
  • არანაირი ალკოჰოლი
  • არანაირი ნამცხვარი, ტკბილეული და ა.შ.
  • დიდი რაოდენობით წყალი – დაახლოებით 2 ლიტრი დღეში.
  • მრავალნაირი საკვები
  • არანაირი წახემსება (ჩიფსები ან სხვა)
 2000 calories daily is enough for a slim body to be an easily won result

რა არის ეს?

ძალიან იოლი შესასრულებელია და თქვენ არ დაგტანჯავთ შიმშილის შეგრძნება. ყოველ დღიურად მიღებული კალორიების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2000-ს.  ინტენსიურ ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად ეს დიეტა საშუალებას მოგცემთ ყოველ თვიურად 2-3 კგ დაიკლოთ.

თუ მოგიწიათ რაიმე ისეთის მიღება , რაც აკრძალული საკვების ნუსხაშია, ამის გამო ნუ შეშფოთდებით. ეს შეგიძლიათ დააბალანსოთ დიდი რაოდენობის წყლითა და ხილის მიღებით იმ დღეს.

პირველი დღე

საუზმე:
ერთი ჭიქა რძიანი ჩაი, ფუნთუშა
ლანჩი:
ფინჯანი ჩაი, ორი ნაჭერი შავი ან რუხი პური სოსისით.
სადილი:
ქათმის წვნიანი, მოწალული ბოსტნეული, ერთი ჭიქა ბოსტნეულის წვენი
საღამოს:
ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი
ვახშამი:
ერთი ჭიქა რძე, ფუნთუშა, ხაჭო

მეორე დღე

საუზმე:
ერთი ჭიქა რძიანი ჩაი, ფუნთუშა, კვერცხი შაშხით
ლანჩი:
ერთი ჭიქა ყავა (უშაქრო), ბანანის სენდვიჩი
სადილი:
ქათმის სალათი პასტის გარნირით, ფორთოხალი
საღამოს:
3 ცალი ვაფლის ორცხობილა არაჟნით
ვახშამი:
შემწვარი ქათმის ნაჭერი, კარტოფილის პიურე, ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთით, სოუსი

მესამე დღე

საუზმე:

  • ერთი ჭიქა ბოსტნეულის წვენი, ერთი ნაჭერი პური

ლანჩი:

  • 2 ნაჭერი პური, ყველი, ვაშლი

სადილი:

  • ბოსტნეულის წვნიანი, ჭარხლის ნაჭერი, 2 მოხარშული კარტოფილი, სალათის ფოთოლი ვინეგრეტის სოუსით

საღამოს:

  • ერთი ჭიქა სტაფილოს წვენი, ფხვიერი ნამცხვრის ნაჭერი

ვახშამი:

  • კერი (curry) მოხალული ბრინჯით

შენიშვნა:

  • ხორცის შემთხვევაში პორციაში არ უნდა იყოს 150 გ-ზე მეტი
  • წვნიანი არ უნდა აღემატებოდეს 350 მლ-ს
  • ხილი 150 გ-მდე
  • ბოსტნეული – 300 გ-მდე
  • კარტოფილი – 150 გ-მდე
, , , ,