დაიცავით თვალები – ბოსტნეულში არსებული ნატურალური ფილტრები

ჯანმრთელი

იცით თუ არა, რომ თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი თვალები ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისაგან სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის მიღებით? გაიგეთ საინტერესო ინფორმაცია თქვენი თვალების დაცვისათვის.

ზოგიერთი საკვები ნივთერება აძლიერებს თვალებს და იცავს მათ მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან. მათ შორის არიან ანტიოქსიდანტები, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ. მათგან კი ყველაზე მნიშვნელოვანია E, A და C ვიტამინები და ბეტა-კაროტინი (პრო-ვიტამინი A); მათი ფუნქცია ძლიერდება სხვადასხვა მინერალების არსებობის პირობებში, როგორიცაა ცინკი, მანგანუმი და სელენიუმი, ასევე ანტოციანინი, რომელიც საკმაოდ დიდი ოდენობით არის წითელ და ლურჯ ხილსა და ბოსტნეულში (მათგან კი განსაკუთრებით მოცვსა და მაყვალში). თვალისათვის დამატებით დაცვას წარმოადგენს ბადურასა და ყვითელ ხალში არსებული ზეაქსანტინი და ლუთეინი. ეს ნივთიერებები ანტიოქსიდანტური თვისებებითაც ხასიათდებიან და მზისგან დამცავ ბუნებრივ საშუალებას წარმოადგენენ, შთანთქავენ რა ულტრაიისფერ სხივებს. ჩვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ზეაქსანტინსა და ლუთეინს და მათ სხვადასხვა საკვებიდან იღებს მზა სახით. ასეთი პროდუქტებია სტაფილო, ისპანახი, ბროკოლი, სიმინდი,  ხუჭუჭა კომბოსტო, ოხრახუში, სალათის ფურცლები და ბარდა.

, , , , , ,