• nutrients

იასამნისფერი ბოსტნეული – ანტიოქსიდანტების მდიდარი წყარო

ჯანმრთელი

იასამნისფერი - ფუფუნებისა და სიმდიდრის ფერია. როდესაც საქმე თქვენს კეთილდღეობას ეხება, სამეფო ფერი მრავალფეროვან, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებს გთავაზობთ. რომელი დაავადებებისგან შეუძლია იასამნისფერ ბოსტნეულს ჩვენი დაცვა?

ბოსნტეული იასამნისფერ შეფერილობას ანტოციანინისგან იღებს, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ პიგმენტს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით. ეს ჯგუფი:

  • ამცირებს სისხლის წნევას
  • ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას
  • ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს
  • ხელს უშლის პარკინსონის, ალცჰეიმერის და გაფანტული სკლეროზის მრავალი სახეობის განვითარებას
  • აუმჯობესებს მხედველობას

Purple vegetables

იასამნისფერი ბოსტნეული გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით. თქვენი სხეულის უჯრედები კარგ მდგომარეობაში რომ შეინარჩუნოთ მნიშვნელოვანია, რომ ისინი კარგად გამოკვებოთ და უზრუნველყოთ ჟანგბადით. თავისუფალმა რადიკალებმა შესაძლოა დააზიანონ ჩვენი სხეულის უჯრედები, ხოლო უჯრედის დაზიანებულ მემბრანას არ აქვს უნარი შეასრულოს თავისი მეტაბოლური როლი. ანტიოქსიდანტები ასუფთავებენ სხეულს თავისუფალი რადიკალებისგან, პირდაპირი გზით ცვლიან ჯანმრთელი უჯრედებით და შესაბამისად, ჩვენს ორგანოებს უნარჩუნებენ კარგ მდგომარეობას. ანტოციანინის უპირატესობები (ნივთიერება რომელიც განსაზღვრავს იასამნისფერ ფერს ბოსტნეულში) დაკავშირებულია ანტი-ანთებით ეფექტებთან, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას და აძლიერებს სისხლძარღვებსა და კაპილარებს. ისინი ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე გვაქვს მხედველობის დაცვასა და გაუმჯობესებასთან. ბოლო დროინდელი კვლევები ასევე აჩვენებს, რომ იასამნისფერი ბოსტნეულის მიღებას დადებითი გავლენა აქვს პარკინსონის, ალცჰეიმერისა და გაფანტული სკლეროზის დაავადებებთან ბრძოლაში.

სასარგებლო იასამნისფერ ბოსტნეულში შედის:

  • წითელი ხახვი
  • ჭარხალი
  • ბადრიჯანი
  • წითელი ლობიო
  • წითელი კომბოსტო