• nutrients

ჯანმრთელი ფაქტები ლობიოს შესახებ

ჯანმრთელი

ლობიო დიეტის ძირითად პროდუქტად გამოიყენება და ამ ბოსტნეულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები კარგად ცნობილია. გაიგეთ როგორ შეუძლია ლობიოს, გაამდიდროს თქვენი ყოველდღიური დიეტა.

მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 400 სახეობის ლობიო არსებობს. ისინი განსხვავდებიან ზომითა და ფერით, დაწყებული თეთრი და კრემისფერი ლობიოთი შავი წერტილებით და დამთავრებული ვარდისფერი და შავი ლობიოთი (რომლებიც ყველაზე პოპულარულია ლათინურ ამერიკაში). ისინი ყველა შეიცავენ დიდი ოდენობით ცილებს, თუმცა განსხვავდებიან მინერალური ელემენტებითა და ენერგეტიკული ღირებულებით. ნედლი ლობიო B, C და E ვიტამინების მდიდარი წყაროა. ლობიო ასევე შეიცავს დიდი ოდენობით კალიუმს, კალციუმსა და ფოსფორს. ზოგიერთი სახეობა ასევე შეიცავს რკინას, ფოლიუმის მჟავას, სელენიუმს და თუთიას.

ცილების მდიდარი წყარო

ლობიოს შემადგენლობაში შემავალი ცილები შეიცავს დიდი ოდენობით ლიზინს – ამინომჟავას, რომელსაც სხეული საჭიროებს კარნიტინის გამომუშავებისთვის (ის აძლიერებს გულს, ხელს უშლის იშემიური და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას). ამასთან, ლობიოს ცილები ხელს უწყობს სხეულში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დაცვას, განსაკუთრებით, როდესაც მჟავების შემცველი ხორცი, თევზი, კვერცხი და ბურღულეულის ფანტელები ჩვენს ყოველდღიურ დიეტას წარმოადგენს. ლობიო ასევე ამცირებს კუჭის მიერ მჟავის გამოყოფას. შესაბამისად, სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ მომატებული მჟავიანობა და გულძმარვა. ლობიოს ცილები ასევე რეკომენდირებულია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის მიზნით.

Health facts of beans

ლეციტინით მდიდარი ლობიო

ლეციტინი, რომელსაც ლობიოს მარცვლები შეიცავს ყველაზე მაღლა დგას ნაერთ ცხიმებს შორის და სასარგებლო გავლენას ახდენს ტვინსა და ნერვულ ქსოვილებზე, აუმჯობესებს ჩვენი კონცენტრაციის უნარსა და მეხსიერებას. ლეციტინი ასევე აუმჯობესებს თიმუსის ფუნქციონირებას – ენდოკრინული ჯირკვლის, რომელიც არეგულირებს უჯრედოვან იმუნიტეტს. სწორედ ამიტომ არის საჭირო, ლეციტინმა შეამციროს გარემოდან მიღებული ტოქსინები ადამიანის ორგანიზმში. იგი ასევე ხელს უწყობს ცხიმების ტრანსპორტირებას არტერიებში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობის შემცირებაში. აღნიშნული კი ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულსისხლძარღვთა დაავადების რისკს, მაგალითად როგორიცაა ასე „პოპულარული“ ჰიპერტონია.

, , , , ,