ჯანმრთელი გაყინული საკვები

ჯანმრთელი

არის, თუ არა ახალი ბოსტნეული ყოველთვის უფრო ჯანმრთლი და მეტი კვებითი ღირებულებების შემცველი, ვიდრე გაყინული?

რა ხდება მას შემდეგ, რაც მიწიდან ამოვიღებთ სტაფილოს ან მოვკრეფავთ პომიდორს?

healthy frozon foods for fitness

დიდი დრო გადის მას შემდეგ, რაც ახალი პროდუქტი ჩვენს მაგიდამდე მოაღწევს. ბოსტნეულს საშუალოდ სამი დღე სჭირდება მინდვრიდან მაღაზიამდე; ხოლო მომდევნო სამ დღეს ისინი მაცივარში ატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ მოკრეფა საუკეთესო დროს მოხდა, მოგზაურობის პროცესში მაინც კარგავენ ვიტამინებსა და მინერალებს, იყენებენ რა მათ საკუთარი მეტაბოლიზმისათვის.

მწვანე ლობიო ამის კარგი მაგალითა; მოკრეფიდან 24 საათში იგი C ვიტამინის 40 %-ს კარგავს. მსგავს პროცესებს გადის სხვა ხილი და ბოსტნეული.

ბოსტნეული მოკრეფის შემდეგ ნელ-ნელა კარგავს თავის კვებით ღირებულებას, თუმცა ამ პროცესის შეჩერება შესაძლებელია.

გაყინული ბოსტნეულის კვებითი ღირებულებები მაქსიმალურად არის შენარჩუნებული, ვინაიდან პერიოდი მოკრეფიდან გაყინვამდე მინიმუმამდეა დაყვანილი – არა უმეტეს რამოდენიმე საათისა. დოქტორ ბარბარა კლეინის განცხადებით, რომელიც ილინოისის უნივერსიტეტში იკვლევს განსხვავებას ახალ და გაყინულ ბოსტნეულს შორის – ვიტამინების უმეტესობა არაჩვეულებრივად ინახება ახალად გაყინულ და დაკონსერვებულ ბოსტნეულში.

რა თქმა უნდა, ვიტამინების ნაწილი იკარგება

frozen meals and steaming entrees

… გაყინვისას. ყველაზე მეტად ეს პროცესი C ვიტამინს ეხება, რომლის დაახლოებით 25% იკარგება; შედარებით ნაკლებად ეხება ეს პროცესი სხვა ვიტამინებს, როგორიცაა მაგალითად B1 ვიტამინი – დაახლოებით 10%. თუმცა, გაყინვის შედეგად დაკარგული ვიტამინების რაოდენობას თუ შევადარებთ იგივე ბოსტნეულის მოგზაურობის პერიოდს, რომლის დროსაც პირობების ცვლილების გამო ხდება ვიტამინების კარგვა, კომპენსაცია თვალსაჩინო იქნება. ასე მაგალითად, კაროტინი გაყინვის შედეგად დაცულია სინათლის გამანადგურებელი ზემოქმედებისაგან: გაყინულ ბარდაში 60%-ით უფრო მეტი კაროტინია, ვიდრე დახლზე არსებულ ახალ ბარდაში, რომელიც სინათლის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშაა.

ხანდახან გაყინული პროდუქტები უფრო მეტ ნივთიერებებს შეიცავენ, ვიდრე იგივე პროდუქტები გადამუშავების გარეშე.

ავსტრიის მომხმარებელთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ იქნა კვლევა ზამთრის პერიოდში იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთსა და ისრაელიდან იმპორტირებულ ახალ და გაყინულ პროდუქტებზე. ვიტამინების რაოდენობა გაყინულ ბარდას, ყვავილოვან კომბოსტოს, ლობიოს, სიმინდსა და სტაფილოში გაცილებით მეტი იყო, ვიდრე იგივე ახალ პროდუქტებში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალი ბოსტნეული, რომელიც ზამთრის პერიოდში დახლებზე იყიდება, ძირითადად სამხრეთ ევროპასა და ჩრდილო აფრიკიდან არის იმპორტირებული და ვიტამინების გაცილებით ნაკლებ ოდენობას შეიცავს, ვიდრე იგივე პროდუქტები შესაბამის სეზონზე.  

წყლის დიდი რაოდენობა და ხანგრძლივი მომზადების პროცესი ბოსტნეულს კვებით ღირებულებებს უკარგავს

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოსტნეულის კვებითი ღირებულებების შენარჩუნებისათვის, როგორც გაყინული ასევე ახალი, საუკეთესო საშუალება მათი მოწალვა ან მიკროტალღურ ღუმელში მომზადებაა (დიდი რაოდენობის წყლის გარეშე).

, , ,