• nutrients

ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბროკოლი

ჯანმრთელი

ბროკოლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და დაფასებული ბოსტნეულია იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ჯანმრთელობაზე ზრუნავს. იგი სავსეა ვიტამინებითა და ანტი-სიმსივნური ნივთიერებებით და რეკომენდირებულია ყველა ჯანმრთელ დიეტაში.

ბროკოლი, რომელსაც ასევე უწოდებენ მწვანე ყვავილოვან კომბოსტოს ანდა გრძელ კომბოსტოს, ვიტამინების A, K, C, B და ფოლიუმის მჟავის მდიდარი წყაროა. ბროკოლი ასევე შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო მინერალურ მარილებს, როგორცაა კალიუმი, კალციუმი. რკინა, ფოსფორი, სელენიუმი და მაგნიუმი.

ბროკოლი – ანტისიმსივნური ბოსტნეული

ხილისა და ბოსტნეულის რეიტინგებში ბროკოლს პირველი ადგილი უჭირავს კიბოსთან მებრძოლ ბოსტნეულთა კატეგორიაში. ეს ბოსტნეული sulforaphane-ის მდიდარი წყაროა, ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა საკვების ღეჭვის დროს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს ნივთიერებები მხოლოდ სიმსივნურ უჯრედებს ებრძვიან ისე, რომ ზიანს არ აყენებენ ჯანმრთელ უჯრედებს. უფრო მეტიც, sulforaphane-ი ზრდის ფერმენტების რაოდენობას, რომლებიც ეხმარებიან სხეულს, გამოდევნოს ის უსარგებლო ნივთიერებები, რომელსაც ორგანიზმი გამოყოფს. დამტკიცებულია, რომ ბროკოლის რეგულარული მოხმარება ამცირებს კარცინოგენებისა და ფილტვებისათვის მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა ბენზოლი და აკროლეინი (მათ შეუძლიათ, პერმანენტულად დააზიანონ ჩვენი დნმ). ბროკოლიში არსებულ პიგმენტებს, როგორიცაა ბეტა-კაროტინი და ქლოროფილი, ასევე აქვთ ანტისიმსივნური თვისებები.

ბროკოლი რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულთათვის

ბროკოლი რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. ეს ბოსტნეული ქრომის მდიდარი წყაროა, რომელიც მსგავსია ინსულინის – ჰორმონის, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზის მიწოდებას ყველა უჯრედისთვის. შესაბამისად, ეს ელემენტი არეგულირებს პანკრეასის გამართულ მუშაობას (ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ინსულინის გამომუშავებაზე).

Broccoli vs circulatory systemბროკოლი და სისხლის მიმოქცევის სისტემა

ვიტამინი K, რომელსაც ბროკოლი შეიცავს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის შეწოვაში და ასევე ამცირებს თრომბების ფორმულირების რისკს ორგანიზმში. უფრო მეტიც, ბროკოლი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია იმ ადამიანთა დიეტაში, რომლებიც დაავადებულნი არიან ანემიით. იგი არის რკინის, ფოლიუმის მჟავისა და B ვიტამინის წყარო – რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხეულში სისხლის ახალი წითელი უჯრედების შექმნაზე.

 

, , , , , ,