• nutrients

თეთრი ბოსტნეული – ინფექციის მტერი

ჯანმრთელი

მიუხედავა იმისა, რომ არ არსებობს ბევრი თეთრი ფერის ხილი და ბოსტნეული, ისინი შესაძლოა უკვე იყოს თქვენი დიეტის განუყოფელი ნაწილი. გაიგეთ მეტი მათი უპირატესობების შესახებ.

თეთრი ფერის ბოსტნეული დიდ როლს ასრულებს, რომ კარგ ფორმაში შევინარჩუნოთ ჩვენი სხეული. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტებია:

  • ანტიბაქტერიული ეფექტი
  • ანთების საწინააღმდეგო ეფექტი
  • დიასტოლური ეფექტი
  • სისხლში ქოლესტერინის დონის რეგულირება
  • კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირების რეგულირება

თეთრი ფერის ბოსტნეული ფლავონოიდების (ანტიოქსიდანტები) გამო ფასობს, ალიცინი, ნივთერება რომლებიც ააქტიურებს ორგანიზმის ანტიბაქტერიულ რეაქციებს. სწორედ ამიტომ, მათ აქვთ უნარი, შეამსუბუქონ ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები და ასთმაც კი. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის გამო შეუძლიათ შეამცირონ მსხვილი ნაწლავის კიბოს, მკერდისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკი. ისინი ასევე აბალანსებენ ჰორმონების დონეს და აქედან გამომდინარე, ჰორმონალური დარღვევებით გამოწვეული კიბოს განვითარების რისკსაც. თეთრი ფერის ბოსტნეულს შესაძლოა ასევე დადებითი გავლენა ჰქონდეს ჩვენს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ისინი ამცირებენ ქოლესტერინის მაღალ დონეს ორგანიზმში, ხელს უშლიან ჰიპერტონიას და თრომბების წარმოქმნას. ისინი ასევე ეფექტურად არეგულირებენ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას და ხელს უშლიან მსხვილი ნაწლავის პოლიპების ფორმირებას.

თეთრი ფერის ბოსტნეულის ჯგუფში შედიან:

  • ნიორი
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • თეთრი ხახვი
  • პრასი
  • ვარდკაჭაჭა
  • კარტოფილი
, , , , ,