• nutrients

წითელი ბოსტნეული ჯანმრთელი გულისთვის

ჯანმრთელი

წითელი ფერის ბოსტნეული ცნობილია თავისი უნარით, შეინარჩუნოს თქვენი გული კარგ მდგომარეობაში. გაიგეთ რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს თქვენს სხეულს წითელი ფერის ბოსტნეულმა.

წითელი ფერის ბოსტნეულს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი თვისება გააჩნია, რომელთაგან შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი:

  • გუნება-განწყობის გაუმჯობესება
  • მადის მომატება და სისხლძარღვების გაძლიერება
  • ქოლესტერინის დონის შემცირება
  • სისხლის წნევის სტაბილიზება
  • გულის მუშაობის დარეგულირება

წითელი, განსაკუთრებით კი მკვეთრი წითელი ფერის ბოსტნეული ძირითადად გულის ჯანმრთელობაზეა ორიენტირებული. ეს გამოწვეულია მათში ლიკოპენის შემცველობით. იგი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უწყობს გულის ნორმალურ ფუნქციონირებას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მას ასევე ახასიათებს დაბერებისა და კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება. ამ ჯგუფის ბოსტნეული შეიცავს დიდი ოდენობით კალიუმს, რაც გავლენას ახდენს გულის მუშაობის რიტმზე, ასევე არეგულირებს  სისხლის წნევას. წითელი ფერის ბოსტნეული ასევე მდიდარია ანტოციანინით, რომელიც ბუნებრივი პიგმენტია სისხლძარღვების გასაძლიერებლად. კეროტინოიდები კიდევ ერთი სასარგებლო პიგმენტია, რომელიც აუმჯობესებს გუნება-განწყობას. კვლევების მიხედვით ოპტიმისტების ორგანიზმში ამ ნივთიერების 13%-ით მაღალი კონცენტრაცია აქვთ.

ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი წითელი ფერის ბოსტნეულის ჯგუფში შემავალი ბოსტნეული:

  • წითელი წიწაკა
  • ჭარხალი
  • წითელი კომბოსტო
  • ბოლოკი
  • ჭარხლის ფოთლები
  • პომიდორი
, , , , ,