• nutrients

ყვითელი ბოსტნეული საუკეთესო წამალია თქვენი თვალებისა და კანისთვის

ჯანმრთელი

ოდესმე თუ გიფიქრიათ რა თვისებები აქვს ყვითელ და სტაფილოსფერ ბოსტნეულს და რა გავლენას ახდენს იგი თქვენს ჯანმრთელობაზე? წაიკითხეთ და ნახავთ, თუ რა უნდა გახსოვდეთ როდესაც ფერად კერძებს ამზადებთ.

კაროტინოიდები, რომლებსაც ყვითელი ფერის ბოსტნეული შეიცავს, როგორც წესი, ნივთიერებათა კომპლექსურ ჯგუფს წარმოადგენენ. მასში შედიან: ბეტა-კაროტინი, ლუთეინი, ზეაქსანტინი და ლიკოპენი. უფრო მეტიც, თითოეულ კაროტინოიდს განსხვავებული უნარები გააჩნიათ. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს:

  • ზრდის ელასტიურობას
  • იცავს თვალს
  • ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას
  • აუმჯობესებს კანს, თმასა და ფრჩხილებს
  • იცავს თავისუფალი რადიკალებისგან

Yellow vegetables

ადამიანის სხეულს აქვს უნარი კაროტინოიდები გარდაქმნას A ვიტამინად, რომელიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის შეუცვლელი ელემენტია. იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. კაროტინოიდები ასევე საჭიროა მხედველობის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ვინაიდან ისინი ხალის შემადგენელი კომპონენტებია – თვალის იმ ნაწილის, რომელიც პასუხისმგებელია მხედველობაზე. ამას გარდა, ყვითელი და სტაფილოსფერი ბოსტნეული სხეულს იცავს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან. იმ ადამიანების კანი, რომელთა დიეტა კაროტინოიდებით მდიდარია გვიან ბერდება. კაროტინოიდები ასევე აუმჯობესებს ძვლების მდგომარეობას, აძლიერებს მათ. ეს პიგმენტები ასევე გვიცავენ თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც მრავალი სიმსივნური დაავადების გამომწვევია. მამაკაცები, რომლებიც არასაკმარის ყვითელ და სტაფილოსფერ ბოსტნეულს იღებენ პროსტატის კიბოს განვითარების აშკარა რისკის ქვეშ არიან. კაროტინოიდები ამცირებენ საშვილოსნოს ყელის, ფილტვების და საჭმლის მომნელებელი სისტემის კიბოს განვითარების რისკს და გვიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებით.

ყვითელი და სტაფილოსფერი ბოსტნეულის ჯგუფში შედიან:

  • სტაფილო
  • სიმინდი
  • გოგრა
  • ყვითელი წიწაკა
  • პომიდორი
, , , , ,