• nutrients

ჯანმრთელი კვების ტიპები

ჯანმრთელი

ყველამ იცის რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი კვება. მაგრამ ზუსტად რას ნიშნავს და როგორ უნდა ვიკვებოთ ჯანმრთელად?

ჯანმრთელი კვება – ნატურალურად!

ყველაზე იოლი და ჭკვიანური გზა შეცვალოთ და გააუმჯობესოთ თქვენი სხეულის ფორმები შინაგანად თუ გარეგნულად – ეს ჯანმრთელი კვებაა. ნებისმიერი მიზნის მისაღწევად რაიმე, თუნდაც მარტივი სტრატეგია გჭირდებათ და რაც მთავარია – არ შეშინდეთ. ჯანმრთელი გულის ან ვიწრო წელისათვის სწორი სტრატეგიის შერჩევა იოლია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერკვევით ზოგიერთ ძირეულ საკითხში.

თითოეულ საკვებს რაღაც განსაკუთრებული აქვს თქვენთვის – თქვენი სხეულისათვის საჭირო ვიტამინები თუ საკვები ნივთიერებები ორგანიზის ნორმალური მუშაობისათვის. ზოგიერთი საკვები წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, სხვები – ენერგიით აგავსებენ. ჯანმრთელი კვების სამყარო ნამდვილად ძალიან საინტერესოა. როგორც კი მიხვდებით რამდენი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელ ცხოვრების წესს, უკან დაბრუნება აღარ მოგინდებათ.

tips2

ბუნებრივი წარმატება

ჯანმრთელი კვებისა და შესაბამისი დიეტის მთელი საიდუმლო ისაა, რომ ის ძალიან ახლოსაა წარმატებასთან. არა აქვს მნიშვნელობა ჯანმრთელი კვების სამყაროში ახალბედა ხართ, თუ ექსპერტი რაღაც ახლის ძიებაში – ჩვენს ჯანმრთელი კვების ტიპებს შორის აუცილებლად იპოვით რაიმე თქვენთვის საინტერესოს. გამოიყენეთ ზოგიერთი, ან თუნდაც ყველა მათგანი თქვენს კვების წესში და ცვლილებას თავის დროზე იგრძნობთ და დაინახავთ.

tips3

ყველა ჩვენთაგანი განსხვავებულია, ამიტომ ჯანმრთელი კვება სხვადასხვაგვარია ყველასათვის. ზოგიერთისათვის მავნე ჩვევების დავიწყება და ჯანმრთელ კვებაზე გადასვლა ერთი დღის საქმეა. სხვებს ამის მისაღწევად სხვადასხვა ბოსტნეულისა თუ ხილის დამატება სჭირდებათ ყოველდღიურ რაციონში.

ყველაზე მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ საკვებს, რომელსაც მიირთმევთ უდიდესი გავლენა აქვს თქვენს განწყობაზე. ჯანსაღი კვების დადებით გავლენას ძალიან მალე იგრძნობთ. ნაკლებად დაიღლებით და უფრო ბედნიერი იქნებით. უბრალოდ სცადეთ!

, , , , ,