• nutrients

ლეგალური ბოსტნეული

ჯანმრთელი

ოდესმე გიფიქრიათ სიტყვა "ბოსტნეულის" წარმომავლობაზე? ჩვენ მას ყოველდღე ვიყენებთ და ის ისე ზუსტად და ნატურალურად ჟღერს.

სიტყვა “ბოსტნეული” პირველად მე-15 საუკუნეში იქნა გამოყენებული – ის ყველანაირ მცენარეს აერთიანებდა. ის ლათინური სიტყვიდან vegetabilis მომდინარეობს, რომელიც “ზრდას”,  “აყვავებას” ნიშნავს. ტერმინი ვეგი გამოყენებულ იქნა როგორც ბოსტნეულის (vegetables) შემოკლებული ვარიანტი სლენგში.

სიტყვის ის მნიშვნელობა, რომლითაც ახლა ვიყენებთ (საკვებად ვარგისი მცენარე) მე-18 საუკუნემდე არ გამოიყენებოდა.

ლეგალური ბოსტნეული

ბოსტნეულს სულ ცოტა 4 მნიშვნელობა აქვს:

  • ხილი (ბოტანიკური): ყვავილოვანი მცენარის საკვერცხე;
  • ხილი (კულინარიული): მცენარის ნებისმიერი საკვები ნაწილი ტკბილი არომატით;
  • ბოსტნეული (კულინარიული): მცენარის ნებისმიერი საკვები ნაწილი სურნელოვანი არომატით;
  • ბოსტნეული (ლეგალური): საქონელი, რომელიც იბეგრება გარკვეული იურისდიქციის ფარგლებში.

vegetables

სასურსათო მაღაზიაში სიტყვები “ხილი” და “ბოსტნეული” მკვეთრად განსაზღვრულია; მცენარე, რომელსაც ხილს ვუწოდებთ, არასოდეს აგერევათ ბოსტნეულში და პირიქით. სიტყვას “ხილი” ზუსტი ბოტანიკური მნიშვნელობა აქვს, რომელიც მკვეთრად განსხვავდება მისი კულინარიული განსაზღვრებისაგან, ვინაიდან იგი მრავალ მომწამვლელ ხილსაც შეიცავს. ატამი, ქლიავი და ფორთოხალი ყველასათვის ხილია, თუმცა ბოტანიკურად  ბადრიჯანს, ბულგარულ წიწაკას და პომიდორსაც ხილი ეწოდება

ერთი და იგივე მცენარე სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება სხვადასხვა გვარად იყოს აღქმული – როგორც ხილი ან როგორც ბოსტნეული. ამის მაგალითია ავოკადო, რომელსაც ბრაზილიაში შაქართან ერთად მიირთმევენ და დესერტად ითვლება, ხოლო სხვა ქვეყნებში მას სალათებისა და საწებლებისათვის იყენებენ და მოიხსენიებენ როგორც ბოსტნეულს.