• nutrients

საკვები ჯანმრთელი კანისათვის

ჯანმრთელი

ზაფხულში ჩვენი კანი უფრო თვალში მოსახვედრია და ყველას სურს, რომ ის შესანიშნავად გამოიყურებოდეს. ამისათვის კი შესაბამისად უნდა ვიზრუნოთ მასზე.

ზაფხულში ჩვენი კანი უფრო თვალში მოსახვედრია შორტების, მოკლე მკლავიანი მაისურების, კაბებისა თუ საცურაო კოსტუმების გამო. როგორც ქალებისათვის, ასევე მამაკაცებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ის შესანიშნავად და, რაც მთავარია ჯანმრთელად გამოიყურებოდეს.

საუკეთესო საშუალება თქვენი კანის სიჯანსაღისათვის მისი სათანადო დატენიანებაა, რომლის მეშვეობითაც კანი უფრო ახალგაზრდა და გლუვია. ამისათვის კი თქვენ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ, ხოლო ცხელ ზაფხულის დღეებში კიდევ უფრო მეტი.

Пища для здоровой кожи

თუ ვერ სვამთ ასეთი ოდენობის წყალს, დაუმატეთ მას პიტნა, რეჰანი ან სხვა რომელიმე ხილი არომატისათვის. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ჩაი ან დიდი ოდენობით წყლის შემცველი საკვები:

  • საზამთრო
  • ნესვი
  • კიტრი
  • ბროკოლი
  • პომიდორი
  • მოცვი
  • ბოლოკი
  • გრეიფრუტი

Пища для здоровой кожи

სხვა პროდუქტები, რომლებიც სასარგებლოა თქვენი კანის სიჯანსაღისათვის:

  • ზეითუნის ზეთი
  • ხუჭუჭა კომბოსტო (kale)
  • კაკალი
  • ყვითელი ბულგარული წიწაკა
  • სტაფილო
  • მზესუმზირა
  • თურქული ბარდა
  • იოგურტი
  • ლობიო
  • სოიო

Пища для здоровой кожи

გამოიყენეთ ისინი თქვენს რეცეპტებში და იყავით დარწმუნებულნი, რომ თქვენი კანი გლუვია და შესანიშნავად გამოიყურება.

ამასთან, არ დაგავიწყდეთ დაიცვათ თქვენი კანი მზისაგან – ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი!

Пища для здоровой кожи

, , , , , , , , , , , ,