სიმინდის ნამცხვარი

  • 90 წთ
  • იოლი
  • 4

მომხმარებლის შეფასება
1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი (4 ხმა, საშუალო შეფასება: 3.00 ხმიდან 5)
Loading...Loading...

სიმინდის ნამცხვრის ეგვიპტური რეცეპტი. უგემრიელესია ანანასის ნაჭრებთან ერთად.

კაცობრიობის ისტორიაში პირველი რეცეპტი აღმოჩენილია ეგვიპტეში და ფარაონების მმართველობის პერიოდს უკავშირდება. ეს უძველესი რეცეპტები ჩაწერილია მარტივი გრაფიკული ელემენტებით იეროგლიფების სტილში.

ინგრედიენტები

1 ლიტრი რძე 250 გ სიმინდის ფქვილი 120 გ შაქარი 50 გ კარაქი 3 კვერცხი 1/2 ვანილის ღერო 3-4 ნაჭერი ცოცხალი ანანასი (ან დაკონსერვებული)

მომზადება

  • მიიყვანეთ ვანილიანი რძე ადუღებამდე.
  • რძეს ნელა დაუმატეთ ფქვილი, ურიეთ განუწყვეტლივ.
  • გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ კვერცხის გული, კარაქი, ათქვეფილი კვერცხის ცილა და კარგად აურიეთ ყველაფერი.
  • მცირე რაოდენობით ცხიმი მოუსვით საცხობ ტაფაზე, მოაყარეთ მცირე რაოდენობის ფქვილი, მოათავსეთ ცომი და გამოაცხვეთ ღუმელში 60 წუთის განმავლობაში.
სუფრასთან: მიირთვით ცივი ანანასთან ან სხვა ხილთან ერთად.

, , , , , ,