იდეები თქვენი კერძების ახალი სიცოცხლისათვის

გემრიელი

ბოსტნეული ჩვენი ჯანმრთელობისათვის სასარგებლო მრავალი მინერალისა და ვიტამინის წყაროა. ისინი არაჩვეულებრივია მზა კერძების განახლებისათვის - საუკეთესო იქნება თუ სულ ცოტა ორი სახის ბოსტნეულს მაინც დაუმატებთ თქვენს კერძს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ტიპის საკვებს ხშირად მიირთმევთ.

მზა და “თან წასაღები” კერძები შეგიძლიათ იოლად განაახლოთ სხვადასხვა ბოსტნეულის დამატებით, როგორიცაა გაყინული ბარდა ან დაჭრილი პომიდორი. თუ თქვენ გაყინული თევზის ჩხირებს მიირთმევთ, ჩვენ გთავაზობთ დაუმატოთ მას გაყინული ბარდა ან სიმინდი.

არაჩვეულებრივი იდეები თქვენი მზა კერძების განახლებისა და გახალისებისათვის:

  • მოასხით პიცას დაკონსერვებული, დაწრეტილი პომიდორი (უმჯობესია მწვანილებით, სანელებლებითა და ნივრით შეზავებული) და გაყინული ბოსტნეული,როგორიცაა დაჭრილი ისპანახი, ბროკოლი, ბარდა და სიმინდი. მოაყარეთ ზემოდან ყველი ან საფანელი.
  • გაყინული ლაზანია შეგიძლიათ გაახალისოთ სქლად დაჭრილი ყაბაყითა და პომიდვრით. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანის ყველი და გამოაცხვეთ. მიირთვით რომელიმე სალათთან ერთად.
  • მზა მექსიკური კერძები მიირთვით სახლში მომზადებულ სალსასთან ერთან. კუბებად დაჭერით პომიდორი, კიტრი, ხახვი და ცოტაოდენი ნიახური. აურიეთ ინგრედიენტები და შეაზავეთ მარილითა და პილპილით. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ახალი მწარე წიწაკა და ოხრახუში.
  • გაყინულ ტარტს ზემოდან დაალაგეთ ბოსტნეულის ფენა და გამოაცხვეთ ღუმელში მანამ, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. ასევე კარგი იქნება თუ ერთმანეთში აურევთ სოკოსა და პომიდორს და სხვადასხვა ფერის ბულგარულ წიწაკასა და ყაბაყათან ერთად დააბლენდერებთ.
  • როდესაც ტორტილას ან ბლინებს ყიდულობთ, შეგიძლიათ შიგთავსისათვის გამოიყენოთ გაყინული, დაჭრილი ისპანახი; მისი გალღობა სულაც არ არის საჭირო, გამოიყენეთ ისპანახის ხვეულები, დაბალ-ცხიმიან ხაჭოსა და ახალ ხახვთან ერთად. ჩადეთ ტემპერატურა-გამძლე ჭურჭელში, მოასხით 1-2 კოვზი მწვანილებით შეზავებული დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ ცოტაოდენი გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ ღუმელში.
  • ინდური კერძებისათვის შეგიძლიათ მოამზადოთ “რაიტას” მსგავსი სალათი. აურიეთ კუბებად დაჭრილი კიტრი, ახალი ხახვი, გახეხილი სტაფილო და წყლის წიწმატი ან ქინძი დაბალ-ცხიმიან იოგურტთან ერთად. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი პიტნა და ცოტაოდენი დაფქვილი პილპილი.
  • ჩინური კერძებისათვის გირჩევთ ორიენტ-სალათი მოამზადოთ. ერთმანეთში აურიეთ ახალი ლობიო, ახალი ხახვი, ბამბუკის ყლორტები და დაჭრილი კალტროპი. სალათი მიირთვით ჩინური კომბოსტოს ფურცლებზე და ზემოდან მოასხით ცოტაოდენი ქუნჯუთის (sesame) ზეთი ან სოიოს სოუსი.
, , , , , ,