• cooking

როგორ მოვამზადოთ გრილზე ან შევწვათ?

გემრიელი

ფიქრობთ რომ გრილზე მომზადება საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისათვის? კიდევ ერთხელ დაფიქრდით! თუ გაითვალისწინებთ რამოდენიმე მარტივ რჩევას საკვები საცხოო გამოვა როგორც გრილზე მომზადებული, ასევე შემწვარი

გრილზე მომზადება

უფრო და უფრო ხშრად გვესმის, რომ გრილზე მომზადება არაჯანსაღია. თუმცა, შესაბამისი წესების დაცვით საკვების ასეთი წესით მომზადება სასარგებლოც კი შეიძლება იყოს. გრილზე მომზადებას არ სჭირდება დამატებითი ცხიმი, რაც მისი ერთ-ერთი უპირატესობაა. ამასთან, გრილზე ხორცისა თუ  ბოსტნეულის მომზადებას საკმაოდ მცირე დრო სჭირდება, რაც ხელს უშლის ვიტამინებისა და მინერალების კარგვას. დამარინადებული პროდუქტი უკეთესად იწვება გრილზე. გრილზე მომზადებამდე დარწმუნდით, რომ ცხაური კარგად არის გასუფთავებული და წინა ნადიმის კვალი ბოლომდეა მოცილებული, ვინაიდან მიმწვარი პროდუქტი ტოქსიური ნივთიერებების წყაროა. არანაკლებად მნიშვნელოვანია თუ რითი ვახურებთ გრილს; უმჯობესია გამოიყენოთ სპეციალური ნახშირი ან ფოთლოვანი ხე.

How to grill and roast?

შეწვა

შეწვა მეტი არაფერია, თუ არა საკვების გაცხელება ღუმელში. როგორც წესი მომზადება  160-250°C-ზე ხდება. საჭირო ტემპერატურის შერჩევა დამოკიდებულია თვითონ პროდუქტზე; რაც შეეხება მომზადების დროს ის შეიძლება იყოს რამოდენიმე წუთი ან რამოდენიმე საათიც კი. მაღალ ტემპარატურაზე მომზადება ცილოვან და სახამებლის შემცველ პროდუქტს იოლად მოსანელებელს ხდის. პროდუქტის გარეთა ნაწილში (რომელიც მაღალი ტემპერატურის პირდაპირ ზემოქმედებას განიცდის) სპეციფიური არომატისა და გემოს მქონე ნივთიერებები გროვდება. ეს ნივთიერებები კი, დიდი ოდენობით მიღების შემთხვევაში მრავალი დაავადების, მათ შორის კი სიმსივნის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ მომზადების დროს საკვები ზედმეტად არ უნდა შეიწვას.

, , , , ,