ბოსტნეული ყოველდღიურად თქვენს სამზარეულოში

გემრიელი

რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ბოსტნეულის შესახებ, სიმართლე ერთადერთია - თქვენ ისინი ყოველდღიურად გჭირდებათ სამზარეულოში. თუ თქვენ არ მოგწონთ მათი გემო, უბრალოდ ჯერ არ აღმოგიჩენიათ თქვენთვის შესაფერი

VEGETABLES-KITCHEN-(03)

იპოვეთ თქვენთვის სასურველი

თუ თქვენ ნამდვილად გიყვართ გემრიელი კერძების მომზადება, მაშინ ბოსტნეულის სამყარო შესანიშნავი იქნება აღმოსაჩენად. თუ თქვენ უკვე მოასწარით ბოსტნეულის არომატის შეყვარება და გხიბლავთ მათი მომზადების პროცესი – ფანტასტიურია; და თუ არა – მაშინ თქვენ მალე შეიცვლით აზრს.

ბოსტნეულის სამყაროში ყველასათვის მოიძებნება რაღაც. სცადეთ ახალი, თქვენთის ჯერ კიდევ უცნობი ბოსტნეული პირველივე შესაძლებლობისას და მალე აღმოაჩენთ, რომ თქვენ შეყვარებული ხართ მათზე. ბუნება თავისი მრავალფეროვნებით უამრავ არომატსა და ტექსტურას გთავაზობთ. ყოველთვის არის რაღაც ახალი, რომელსაც აღმოაჩენთ და როდესაც თქვენს რჩეულს იპოვით, თქვენ ის აღარასოდეს მოგბეზრდებათ, ვინაიდან უამრავი საშუალება არსებობს მათი მომზადებისათვის. ბოსტნეული ხომ არაჩვეულებრივია, როგორც ძირითადი კერძის, ასევე ცალკეული ინგრედიენტის სახით თქვენი საყვარელი კერძისათვის.

VEGETABLES-KITCHEN-(02)

მოამზადეთ ბოსტნეული სწორად

ბოსნტეულში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა, როგორიცაა ვიტამინები და საკვები ნივთიერებები, და ამასთან ისინი საოცრად გემრიელნი არიან. ბოსტნეულის უმეტესობა იოლი მოსამზადებელი და შესანახია, თუმცა ზოგიერთს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება გემოსა და კვებითი ღირებულებების შენარჩუნებისათვის. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ხერხს ბოსტნეულის მომზადებისა და შენახვისათვის, რათა მათ არ დაკარგონ თავიანთი ღირებულებები და ყოველთვის მოგანიჭონ სიამოვნება.

VEGETABLES-KITCHEN-(04)

ალბათ მოგზაურობა ყველაზე საუკეთესო გზაა ახალი კერძების აღმოსაჩენად. თუმცა მოგზაურობა დიდ დროსა და თანხას მოითხოვს და უბრალოდ შეუძლებელია ახვიდე თვითმფრინავში ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც ახალი ბოსტნეულის დამატება მოგინდება შენს რაციონში. თუმცა ზოგჯერ ადგილობრივ ბაზარსა თუ მაღაზიაში გავლაც კი საკმარისია ხოლმე. იქ ყოველთვის გადააწყდებით ისეთ განსაკუთერებულ ბოსტნეულს, რომელიც არ გაგისინჯავთ უბრალოდ იმიტომ, რომ არ იცით როგორ მოამზადოთ. ან საერთოდაც, შეიძლება არსებობს ისეთი ბოსტნეული, რომელიც გგონიათ რომ არ მოგწონთ, თუმცა მისმა სხვაგვარად მომზადებამ შეიძლება სრულიად შეგიცვალოთ აზრი. ზოგჯერ რაიმე ახლის აღმოჩენას სულაც არ სჭირდება ეგზოტიკური სამზარეულო და მოგზაურობა, ზოგჯერ რაიმე ახალი თქვენს გვერდით, კუთხის მაღაზიაშიც კი შეიძლება აღმოაჩინოთ… ან თუნდაც ბებიას ბოსტანში

, , ,