• cooking

ორთქლზე მომზადებისა და მოხარშვის საიდუმლო

გემრიელი

ხშირად გვავიწყდება, რომ არანაკლებად მნიშვნელოვანია საკვების მომზადების პროცესი. ქვემოთ გთავაზობთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას ბოსტნეულის მოსამზადებლად.

მოხარშვა ტრადიციულად

მოხარშვა – მდუღარე წყალში (90-100ºC) საკვების მომზადებაა. მისი მეშვეობით საკვების სტრუქტურა რბილდება და საკვები ნივთიერებები იხსნება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ტრადიციული მოხარშვის დროს ვიტამინებისა და მინერალების 40% იკარგება, ხოლო C ვიტამინის შემთხვევაში დანაკარგი 70%-ს აღწევს. საკვები ნივთიერებების დანაკარგი მაქსიმალურად რომ შევამციროთ, პროდუქტი პირდაპირ მდუღარე წყალში უნდა მოათავსოთ. ამასთან მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ხარშვის დრო. ამიტომ აადუღეთ წყალი და პროდუქტი თავდახურულ ჭურჭელში მოამზადეთ.

Secrets of cooking and steaming

ორთქლზე მომზადება

ორთქლზე მომზადება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ჯანმრთელი საშუალებაა საკვების მოსამზადებლად. პროდუქტი არ უნდა დაიფაროს წყლით. ამ გზით ისინი ინარჩუნებენ თავიანთ ბუნებრივ გემოს, სიმკვრივეს, ფერს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საკვებ ნივთერებებს. ასე მომზადებული კერძი არ საჭიროებს ზედმეტ სანელებლებსა და შეკმაზვას. საკვების ორთქლზე მომზადებით საერთოდ შეგვიძლია ამოვიღოთ მარილი ჩვენი რაციონიდან. ასეთი მომზადებული საკვები ნაკლებად კალორიული და იოლად მოსანელებელია. ორთქლზე მომზადების კიდევ ერთი უპირატესობა ენერგიისა და დროის დაზოგვაა, ვინაიდან ამ დროს საკვები არ საჭიროებს ზედმეტ მეთვალყურეობას, როგორც ეს ტრადიციული მოხარშვის დროს ხდება. ამ მეთოდით მომზადებისას თქვენ არ გჭირდებათ სპეციალური ჭურჭელი, რაც მისი კიდევ ერთი უპირატესობაა. სქელ ძირიანი ქვაბი და მასში ჩაკიდებული კალათი საკმარისზე მეტია. 

, , ,