• cooking

დამარინადებული თევზი ისპანახით

ლამაზი

ნახეთ რა იოლია გემრიელი ტაივანური კერძის მომზადება - ეს ძალიან ადვილია! ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები და ვიდეო რეცეპტი გემრიელი ტაივანური კერძისათვის

უყურეთ ვიდეოს და მოამზადეთ ჩვენთან ერთად!

დაჭერით სტაფილო წვრილ ზოლებად, შეაზავეთ თეთრი პილპილით და დატოვეთ ცოტა ხანი. კოწახურს დაასხით წყალი, რომ გაჯირჯვდეს.

აიღეთ ფილე და დაჭერით ნაჭრებად. ათქვიფეთ კვერცხი წითელ ღვინოსთან და სახამებელთან ერთად. ამოავლეთ თითოეული თევზის ნაჭერი მასაში და შემდეგ შეწვით სანამ ოქროსფერ-მოყავისფრო შეფერილობას არ მიიღებს. წვრილად დაჭრილი ხახვი, კოჭა და ნიორი წამოადუღეთ წყალში და დაუმატეთ ცოტაოდენი სუნელები. ასევე დაუმატეთ სახამებელი და წყალში გახსნილი ფქვილი.

ჩადეთ თევზის ნაჭრები მიქსტურაში და დატოვეთ ცეცხლზე სანამ მარინადი არ გასქელდება. სანამ თევზი მზადდება, მოამზადეთ ისპანახის სალათი. მოხალეთ ცოტაოდენი ფიჭვის თესლი უფრო მეტი არომატისათვის. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. აიღეთ გაუყინავი ისპანახი დაუმატეთ ფიჭვის თესლს გაჯირჯვებულ კოწახურსა და სოიოს სოუსთან ერთად; დატოვეთ ცეცხლზე რამოდენიმე წუთი. ბოლოსაკენ დაუმატეთ ცოტაოდენი სახამებელი, მოურიეთ და გადმოიტანეთ თეფშზე.

ჩვენი კერძი თითქმის მზადაა! ჩაალაგეთ თევზის ნაჭრები სქელ სოუსში სალათის გარშემო. გააფორმეთ სტაფილოს ზოლებით და დატკბით გემრიელი დამარინადებული თევზით ისპანახთან ერთად.

ამ კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების ჩამონათვალი:

დამარინადებული თევზი ისპანახით

, , , , , , , ,