• cooking

ესპანური კრემ-სუპი

გემრიელი

ნახეთ რა იოლია გემრიელი ესპანური კერძის მომზადება - ეს ძალიან ადვილია! ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები და ვიდეო რეცეპტი გემრიელი ესპანური კერძისათვის

უყურეთ ვიდეოს და მოამზადეთ ჩვენთან ერთად!

თავდაპირველად კანი უნდა მოვაცილოთ პომიდორს, ამისათვის მცირე ჩანაჭერი გაუკეთეთ პომიდორს კანზე და დაასხით მდუღარე წყალი. კანგაცლილი პომიდორი დავჭრათ კუბებად. ახლა შეურიეთ ბონდუელის დაკონსერვებული წითელი და თეთრი ლობიო ერთმანეთში და დაუმატეთ პომიდვრის სოუსი. ლობიო დააქუცმაცეთ ბლენდერში მანამ, სანამ პიურეს მსგავს მასას არ მიიღებთ. შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და წამოადუღეთ.

სანამ პიურე დუღს, პომიდორი მოშუშეთ ზეითუნის ზეთში და ბულგარული წიწაკა გამოაცხვეთ ღუმელში. მოათავსეთ მოთუშული პომიდორი ქვაბში და კიდევ რამოდენიმე წუთით დატოვეთ ცეცხლზე. ზოლებად დაჭერით გამომცხვარი ბულგარული წიწაკა და დაუმატეთ სოუსს. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.

მიირთვით ცხელი ნაღებთან და კვერცხის გულთან ერთად. ისიამოვნეთ გემრიელი ესპანური კრემ-სუპით.

ამ კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების ჩამონათვალი:

ესპანური კრემ-სუპი

, , , , , , , ,