• cooking

სირიული ჩაშუშული

ჯანმრთელი

ნახეთ რა იოლია გემრიელი სირიული კერძის მომზადება - ეს ძალიან ადვილია! ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები და ვიდეო რეცეპტი გემრიელი სირიული კერძისათვის

უყურეთ ვიდეოს და მოამზადეთ ჩვენთან ერთად!

თავდაპირველად პომიდორს კანი უნდა მოვაცილოთ – ეს საკმაოდ იოლია: გაუკეთეთ მცირე დაჭდევი და შემდეგ გადაავლეთ მდუღარე წყალი. კანი იოლად სძვრება პომიდორს. თქვენ გასაოცარ ჩაშუშულს მიიღებთ.

დაუმატეთ ნიორი ხორცს და შეაზილეთ სანელებლები. ოდნავ დაბრაწეთ დიდი რაოდენობით ზეთში. დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, ხახვი და კიდევ ცოტა ხანი გააჩერეთ ცეცხლზე. დაუმატეთ პომიდვრის სოუსი, ცოტაოდენი მარილი და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში (თუ საჭიროა ცოტაოდენი წყალიც დაამატეთ).

სანამ ხორცი მზადდება დაჭერით კარტოფილი დიდ ნაჭრებად და შეწვით მაღალ ცეცხლზე. გაალღვეთ ბონდუელის მწვანე ლობიო და სტაფილო. ჩადეთ კარტოფილი პირექსის ტაფაში, დაუმატეთ ლობიო, ბარდა და სტაფილო. ზემოდან დაადეთ ხორცი, მოასხით სოუსი და კიდევ 10-15 წუთით დატოვეთ ცეცხლზე.

დატკბით ამ ტრადიციული რეცეპტის მიხედვით მომზადებული ჯანმრთელი და გემრიელი სირიული ჩაშუშულით.

ამ კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების ჩამონათვალი:

სირიული ჩაშუშული

, , , , , , , ,